aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: აშშ-ის მთავრობამ გააკეთა განცხადება უცხოპლანეტელების შესახებ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ის მთავრობას არა აქვს ინფორმაცია, რომელიც სიცოცხლის უცხოპლანეტური ფორმების არსებობას ადასტურებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება “GHN“. ობამას ადმინისტრაცია იძულებული იყო, ანგარიში ჩაებარებინა არამიწიერი ცივილიზაციების საკითხის თაობაზე მას შემდეგ, რაც საიტის გამყოფილებაში „ჩვენ - ხალხი. თქვენი ხმა ჩვენს მთავრობაში“ გაჩნდა მიმართვა, რომელიც მოითხოვდა უცხოპლანეტელების შესახებ სამთავრობო მონაცემების გასაიდუმლოებას. ერთი თვის განმავლობაში ამ მოთხოვნამ 17 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.



„აშშ-ის მთავრობას ჩვენი პლანეტის მიღმა სიცოცხლის რაიმე ფორმების არსებობის ან ადამიანის რასის წარმომადგენლებთან ასეთი ფორმების კონტაქტის შემთხვევათა ფაქტები არა აქვს. ამას გარდა, ჩვენ არა გვაქვს უტყუარი ინფორმაცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები შეიძლება განზრახ იმალებოდეს საზოგადოებისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შეადგინა პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფილოს ლარსონმა.


ამასთან, ლარსონმა აღიარა, რომ ამერიკული ხელისუფლები უცხოპლანეტელთა აღმოჩენის რიგ პროექტებს ახორციელებენ.


კერძოდ, მან მიუთითა პროგრამა SETI-ზე - ეს არის არამიწიერი ცივილიზაციების ძიებისა და მათთან კონტაქტში შესაძლო შესვლის პროექტი.


ამას გარდა, მსგავსი საკითხებით დაკავებულია NASA-ს ასტრონომიული თანამგზავრი „კეპლერი“, რომელიც სპეციალურად დედამიწის მსგავსი ეკზოპლანეტების საპოვნელად არის განკუთვნილი.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3851.html
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:16 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: აშშ-ის მთავრობამ გააკეთა განცხადება უცხოპლანეტელების შესახებ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 1
ხმები: 5


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 08 მაისი 2024
  • English Georgian