aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 საზოგადოება: ჩინეთში 100 წელზე უფროსი ასაკის 47 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ამჟამად ჩინეთში 48 921 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება, იტყობინება “GHN“. ასეთი მონაცემები ჩინეთის გერონტოლოგიურ საზოგადოებაზე მინიშნებით გაზეთ „ჩაინა დეილის“ მოჰყავს. როგორც სტატისტიკა მოწმობს, წელს ჩინეთის იმ მაცხოვრებელთა საერთო რიცხვი, რომელთა ასაკმა 100-წლიან ზღვარს გადაჭარბა, 2010 წელთან შედარებით, 5228 ადამიანით გაიზარდა.



2011 წელს თავისი 126-ე დაბადების დღე პლანეტის ყველაზე მოხუცმა მაცხოვრებელმა ქალბატონმა - ჩინელმა ლო მეიჩჟენმა აღნიშნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანსი-ჩჟუანის ავტონომიურ რაიონში ცხოვრობს. გერონტოლოგიური საზოგადოების მოხსენებაში იტყობინებიან, რომ გუიჩჟოუს პროვინციაში ქვეყანაში ყველაზე მოხუცი ოჯახური წყვილი აღმოაჩინეს: ცოლ-ქმრის საერთო ასაკი 213 წელს შეადგენს, გადმოსცემს „არმენპრესი“.


როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ჩინელ დღეგრძელთა ძირითადი ნაწილი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს. ამ მომენტისათვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მეორე ადგილს ინარჩუნებს იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც ყველაზე დიდი რაოდენობითაა 100 წელზე მეტი ასაკის მაცხოვრებლები.


ბოლო მონაცემებით, ჩინეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ამჟამად 73.5 წელს შეადგენს. მე-12 ხუთწლეულის წლებში (2011-2015 წწ.) ქვეყნის მთავრობამ ამ მაჩვენებლის ერთი წლით გაზრდის საკითხი წამოაყენა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3845.html
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:07 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: ჩინეთში 100 წელზე უფროსი ასაკის 47 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 09 მაისი 2024
  • English Georgian