aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 ეკონომიკა: საშუალო ხელფასის დინამიკა საქართველოში ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„საქსტატის“ მონაცემებით, 2011 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასის დონე სამეწარმეო და არასამეწარმეო დარგებში 13.9%-ით და 13%-ით გაიზარდა. სამეწარმეო სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებია ოპერაციები უძრავ ქონებასთან, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (საშუალო თვიური ხელფასი - 882.9 ლარი), ყველაზე დაბალანაზღაურებადია - თევზეულის რეწვა-მეთევზეობა (საშუალო თვიური ხელფასი - 276.3 ლარი). არასამეწარმეო სფეროში ფინანსური საქმიანობა ყველაზე მაღალანაზღაურებადია (საშუალო თვიური ხელფასი - 1476.3 ლარი), ხოლო განათლება - ყველაზე დაბალანაზღაურებადი (საშუალო თვიური ხელფასი - 308.2 ლარი).



სამეწარმეო დარგში მაღალანაზღაურებადი პროფესიების სამეულში შედის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (საშუალო თვიური ხელფასი 868.3 ლარი) და ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის წარმოება და გადანაწილება (საშუალო თვიური ხელფასი - 862 ლარი). 2007-2011 წლების მეორე კვარტალში ამ პროფესიების საშუალო თვიური ანაზღაურება ყოველწლიურად 15.9%-ით გაიზარდა.


არასამეწარმეო დარგში მაღალანაზღაურებადი პროფესიების სამეულში შედის სახელმწიფო მართვა (საშუალო თვიური ხელფასი 1046 ლარი) და ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (საშუალო თვიური ხელფასი 723.3 ლარი). ამ პროფესიებში 2007-2011 წლების მეორე კვარტალში შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება ყოველწლიურად 21.4%-ით გაიზარდა.


სამეწარმეო და არასამეწარმეო დარგებში ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესიების ხელფასი იმავე პერიოდში საშუალოდ 30%-ჯერ და 23%-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად.


არასამეწარმეო დარგის ცხრა პროფესიის საშუალო თვიური ხელფასი 2007-2011 წლების მეორე კვარტალში ყოველწლიურად 23.7%-ით იზრდებოდა, ხოლო სამეწარმეო დარგის ცამეტი პროფესიისა - 16.4%-ით.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3808.html
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:25 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საშუალო ხელფასის დინამიკა საქართველოში" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12218] »
• ტოპ შეთავაზება [372] »
• პროდუქცია და სერვისი [8392] »
• კერძო განცხადება [3149] »
• წევრი საიტზე [2454] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 ფორუმი »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 აგვისტო 2019
  • English Georgian