aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 ეკონომიკა: საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარზე ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება. ამის შესახებ გუშინ, 1 ოქტომბერს, ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის საკითხის თაობაზე მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი გახლავთ. მან განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი 31 ნოემბერს ბათუმში საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების - მიხეილ სააკაშვილისა და მიშლინ კალმი-რეის გამართული შეხვედრის მსვლელობაში დაზუსტდა.



კაპანაძემ აღნიშნა, რომ „ეს შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი დაზუსტდა“. კერძოდ, მისი თქმით, „გადაწყდა საკითხი იმაზე, თუ ვინ იქნება მესამე ნეიტრალური მხარე, რომლის ეგიდის ქვეშაც საერთაშორისო დამკვირვებლები იმოქმედებენ“. „მიღწეულ იქნა შეთანხმებულობა, რომ დამკვირვებლები შვეიცარიის ეგიდის ქვეშ იმოქმედებენ“, - განაცხადა კაპანაძემ. მან თქვა, რომ „საქათველოსა და რუსეთს შორის ტვირთებით ვაჭრობისა და მათი გადაადგილების მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდის ქვეშ განხორციელდება“. „ეს ოფიციალური მოსკოვის ერთ-ერთი წინადადებებაა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


მან ასევე განაცხადა, რომ „შვეიცარიის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი უცვლელი რჩება“. „დოკუმენტის მთავარი არსი იმაშია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ვაჭრობისა და იმ ტვირთების მონიტორინგს განახორციელებენ, რომლებიც შედის სავაჭრო დერეფნებში საქართველოსა და რუსეთს შორის, კონკრეტულად კი, ქართულ-რუსული სახელმწიფო საზღვრის ცხინვალისა და აფხაზეთის მონაკვეთებსა და „ზემო ლარსზე“ გადის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


კაპანაძემ თქვა, რომ დოკუმენტის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტის მიხედვით „საქართველოსა და შვეიცარიის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა“. „მოსალოდნელია, რომ დღეს დღის განმავლობაში რუსული მხარე აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით თავისი საბოლოო პოზიციის შესახებ შეგვატყობინებს“, - განაცხადა მან.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3793.html
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:09 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian