aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 საშუალო ხელფასის დინამიკა საქართველოში ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„საქსტატის“ მონაცემებით, 2011 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასის დონე სამეწარმეო და არასამეწარმეო დარგებში 13.9%-ით და 13%-ით გაიზარდა. სამეწარმეო სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებია ოპერაციები უძრავ ქონებასთან, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (საშუალო თვიური ხელფასი - 882.9 ლარი), ყველაზე დაბალანაზღაურებადია - თევზეულის რეწვა-მეთევზეობა (საშუალო თვიური ხელფასი - 276.3 ლარი). არასამეწარმეო სფეროში ფინანსური საქმიანობა ყველაზე მაღალანაზღაურებადია (საშუალო თვიური ხელფასი - 1476.3 ლარი), ხოლო განათლება - ყველაზე დაბალანაზღაურებადი (საშუალო თვიური ხელფასი - 308.2 ლარი).
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:25 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება იანვარ-სექტემბერში 2.3-ჯერ გაიზარდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2011 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საბანკო სექტორმა 215 მლნ ლარის (ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით 130.3 მლნ დოლარის) ოდენობის წმინდა მოგება მიიღო. შარშან კი ეს მაჩვენებელი 95.3 მლნ ლარს (1 დოლარი - 1.65 ლარი) შეადგენდა, იტყობინება ეროვნული ბანკი. 2011 წლის სექტემბრის შედეგებით წმინდა მოგებამ 33 მლნ ლარი შეადგინა (23.6 მლნ ლარი 2010 წლის სექტემბერში). 2011 წლის 1 ოქტომბრისთვის კომერციული ბანკების ერთობლივმა აქტივებმა 11 მლრდ 975.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის 1 ოქტომბრისთვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 206.5 მლნ ლარით მეტია.
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:24 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს, აქედან უმსხვილესი იმპორტიორი უკრაინაა. ამ ქვეყნიდან 2011 წლის 6 თვის განმავლობაში 1 373.0 ათასი ტონა ლუდის იმპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 1 064.0 ათასი ტონით, შემდეგ მოდის რუსეთი 557.6 ათასი ტონა ლუდით. გერმანიიდან ლუდის იმპორტმა 349.7 ათასი ტონა შეადგინა, ნიდერლანდებიდან - 224.0 ათასი ტონა, ჩეხეთიდან - 175.5 ათასი ტონა, რუმინეთიდან - 44.8 ათასი ტონა, დანიიდან - 35.7 ათასი ტონა. საქართველოში ლუდის იმპორტი ხდება ასევე ავსტრიიდან, სომხეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, მექსიკიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ორი ქვეყნიდან საქართველოში საერთო ჯამში 3 900.6 ათასი ტონა ლუდი შემოდის.
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:22 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 1.5 | ვრცლად...
 
 რუსული ბაზარი საქართველოსთვის არასაიმედოა - პრემიერი ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რუსული ბაზარი არასაიმედოა იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ქართული პროდუქციისთვის ღია იქნება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. ქართული მთავრობის უფროსმა წარმოადგინა ათი პუნქტიდან შემდგარი 2011-2015 წლების ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითადი მიმართულებები. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს ქვეყანაში მოდერნიზაციას, სამუშაო ადგილების შექმნასა და უმუშევრობის შემცირებას.
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:13 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სსფ: ევროპის ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე ორმაგად აისახება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე ორმაგად აისახება. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ედვარდ გარდნერის თქმით, ეკონომიკურ კრიზისს საქართველოზე ორმხრივი გავლენა ექნება.
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:12 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარზე ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება. ამის შესახებ გუშინ, 1 ოქტომბერს, ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის საკითხის თაობაზე მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი გახლავთ. მან განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი 31 ნოემბერს ბათუმში საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების - მიხეილ სააკაშვილისა და მიშლინ კალმი-რეის გამართული შეხვედრის მსვლელობაში დაზუსტდა.
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:09 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გილაური: ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება, - განაცხადა გუშინ, 31 ოქტომბერს, გამართულ ვიდეოკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. „ინფრასტრუქტურის ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე 2012-2015 წლებში ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება. ისინი სამუშაო ადგილებს გზების, ჰესებისა და სხვა ობიექტების აშენების შემდეგაც შეინარჩუნებენ“, - ხაზი გაუსვა პრემიერმა.
განათავსა - Drakula | 01 ნოემ. 2011, 20:33 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალ რეგულაციას დააწესებენ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე გამჭვირვალობის გაზრდას მოითხოვს და ამ მიზნით ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, 2012 წლიდან სადაზღვევო კომპანიებს ყოველთვიური ანგარიშების წარმოდგენა მოუწევთ. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის გამჭვირვალობის დონეს სადაზღვევო სექტორში, რაც, თავის მხრივ, კომპანიების მიმართ მოსახლეობის ნდობას გაზრდის.
განათავსა - Drakula | 01 ნოემ. 2011, 20:32 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 „ბორჯომი“ უკვე მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„ბორჯომი“ უკვე მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება. ამის შესახებ კომპანიის პრეს-სამსახურმა განაცხადა. ქართული მინერალური წყლის მომხმარებელთა შორისაა პოსტსაბჭოთა სივრცის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნები და ახალი ზელანდიაც კი.
განათავსა - Drakula | 01 ნოემ. 2011, 20:32 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 2014 წლიდან საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3 პროცენტს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამისად, 2014 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3 პროცენტს. მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ამოცანა ის არის, რომ ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების წილი მშპ-სთან მიმართებაში „მცირე მთავრობის“ ფარგლებში იყოს, რათა საგადასახადო ტვირთი და მთავრობის აქტიურობა არ ზღუდავდეს სივრცეს სამეწარმეო აქტიურობისთვის, კერძო ინიციატივებისა და ინვესტიციებისთვის.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:44 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12098] »
• ტოპ შეთავაზება [369] »
• პროდუქცია და სერვისი [8375] »
• კერძო განცხადება [3146] »
• წევრი საიტზე [2329] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 ფორუმი »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 მაისი 2019
  • English Georgian