aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 ეკონომიკა: 2014 წლიდან საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3 პროცენტს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამისად, 2014 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3 პროცენტს. მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ამოცანა ის არის, რომ ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების წილი მშპ-სთან მიმართებაში „მცირე მთავრობის“ ფარგლებში იყოს, რათა საგადასახადო ტვირთი და მთავრობის აქტიურობა არ ზღუდავდეს სივრცეს სამეწარმეო აქტიურობისთვის, კერძო ინიციატივებისა და ინვესტიციებისთვის.



დოკუმენტის შესაბამისად, 2014 წლიდან საბიუჯეტო ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების სრული მოცულობის ზრდის წილი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 30 პროცენტს. გეგმაში აღნიშნულია, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობისათვის, სახელმწიფოს მიერ შესაბამის დონეზე ვალდებულებების შესრულებისა და ინვესტორთა ნდობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტი რაც შეიძლება უფრო დაბალ დონეზე იქნას შენარჩუნებული.


მთავრობის მიზანია მაქსიმალურად დაბალანსებული ბიუჯეტის უზრუნველყოფა, რაც, ერთი მხრივ, საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენს, ხოლო მეორე მხრივ, გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ფისკალური და მაკროეკონომიკური სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი წინაპირობაა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3783.html
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:44 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: 2014 წლიდან საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3 პროცენტს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 აპრილი 2024
  • English Georgian