aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 საქართველოს კომპიუტერულ ბაზარზე HP ლიდერობს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
კომპანია НР აცხადებს, რომ გაყიდვებისა და სერვისის მიხედვით ქართულ კომპიუტერულ ბაზარზე ლიდერია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საქართველოში ცოტახნის წინ გახსნილი კომპიუტერული საწარმოს კონკურენციის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა.
განათავსა - Drakula | 16 სექ. 2011, 20:47 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მსოფლიო ბანკი საქართველოს საშეღავათო საბიუჯეტო კრედიტს გამოუყოფს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მსოფლიო ბანკი საქართველოს 40 მლნ დოლარის ოდენობის საშეღავათო საბიუჯეტო კრედიტს გამოუყოფს.
განათავსა - Drakula | 16 სექ. 2011, 20:45 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 „ევროპელ დემოკრატებს“ საქართველოში არსებული საინვესტიციო სიტუაცია აღელვებთ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„ევროპელ დემოკრატებს“ საქართველოში არსებული საინვესტიციო სიტუაცია აღელვებთ. როგორც გუშინ, 14 სექტემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ხოკერაშვილმა განაცხადა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 203 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მილიონით ნაკლებია, ეს კი საინვესტიციო კრახს ნიშნავს.
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 19:09 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ფოთში აეროპორტის მშენებლობა დაიწყო ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 14 სექტემბერს, ქალაქ ფოთში აეროპორტის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც იდეალურად ჯდება რეგიონის განვითარების სტრატეგიაში“, - თქვა მან გუშინ ფოთში აეროპორტის მშენებლობის საძირკვლის ჩადების ცერემონიაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ფოთის განვითარებისათვის უკვე დაწყებულია ფოთის გადაიარაღება, გაზიფიცირებულია ქალაქი, გაუმჯობესებულია წყალმომარგება და ამით შეიქმნა ინფრასტრუქტურა ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარებისათვის.
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 18:55 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 უცხოურ კომპანიებს საქართველოში დაუსრულებელ მშენებლობებში ფულის დაბანდება არ სურთ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
უცხოური კომპანიებისათვის თბილისში დაუსრულებელ მშენებლობებში ფულის დაბანდება სარგებლიანი არ არის. ამის შესახებ რადიო „კომერსანტს“ უძრავი ქონების სააგენტო „გორო ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განუცხადა. აღნიშნულ სააგენტოსთან პარტნიორობით ებრაული კომპანიები დაუსრულებელ მშენებლობებში კაპიტალის ჩადებას გეგმავდნენ.
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 18:55 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 2010 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 44 მილიონი ლარი „დაუბრუნდა“ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
კონტროლის პალატის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 44 მილიონი ლარი „დაუბრუნდა“. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა კონტროლის პალატის უფროსმა ლევან ბეჟაშვილმა, რომელმაც გუშინ, 13 სექტემბერს, 2010 წელს უწყების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
განათავსა - Drakula | 14 სექ. 2011, 20:54 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ბრიტანულ ბიზნესს რუსეთში ინვესტირებას არ ურჩევენ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საინვესტიციო ფონდ Hermitage Capital Management-ის უფროსმა უილიამ ბრაუდერმა ტელეარხ BBC World News-სთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი გააკეთა პირველად ხანგრძლივი დროის განმავლობაში რუსეთში მაღალი თანამდებობის ბრიტანელი პოლიტიკოსის სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონისაგან განსხვავებით, უილიამ ბრაუდერი დარწმუნებულია, რომ ბრიტანელ ბიზნესმენებს რუსეთში სარგებლიანი ბიზნესის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მაგალითის სახით მან საკუთარ ნეგატიურ გამოცდილებაზე მოყვა.
განათავსა - Drakula | 13 სექ. 2011, 19:37 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 2010 წლის განმავლობაში პარლამენტარებმა ხელფასის, დანამატებისა და პრემიების სახით 7 431 539 ლარი მიიღ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2010 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრებს ხელფასისა და დანამატების სახით 5 156 417, ხოლო პრემიების სახით - 2 275 122 ლარი გასცეს. ამ მონაცემებს საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა აქვეყნებს. ამას გარდა, 2011 წლის პირველ და მეორე კვარტლებში (იანვარი-ივლისი) გაცემული ხელფასებისა და დანამატების თანხა 2 588 246 ლარს, ხოლო პრემიების სიდიდე - 1 137 792 ლარს შეადგენს.
განათავსა - Drakula | 12 სექ. 2011, 21:22 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში ყველაზე მოხმარებადია რეგულარის ტიპის ბენზინი ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ ბენზინს შორის უდიდესი წილი მოდის A-92 რეგულარის ტიპის საწვავზე - 158 689 970 კილოგრამი, ანუ 72.3 პროცენტი, A-95 პრემიუმის ტიპის საწვავის წილი - 54 471 871 კილოგრამი, ანუ 24.8 პროცენტი და A-98 სუპერის ტიპის ბენზინი - 6 241 089 კილოგრამი, ანუ 2.8 პროცენტი. ამის შესახებ აცხადებს ნავთობპროდუქტთა იმპორტიორების კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
განათავსა - Drakula | 11 სექ. 2011, 20:35 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ობამამ აშშ-ის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა გამოაქვეყნა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ხუთშაბათს, 8 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მისი ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარმოადგინა. როგორც Associated Press იტყობინება, ამ დოკუმენტის თანახმად უმუშევრობასთან ბრძოლაზე 447 მილიარდი დოლარის დახარჯვა იგეგმება. ობამას გეგმა მოიცავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ხელფასზე გადასახადების შემცირებას. დაახლოებით 35 მილიარდის დახარჯვა იგეგმება იმისათვის, რათა თავიდან იქნას არიდებული შემცირებები მასწავლებლებსა და სასწრაფო სამსახურების თანამშრომლებს შორის.
განათავსა - Drakula | 09 სექ. 2011, 21:32 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian