aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 ეკონომიკა: „ევროპელ დემოკრატებს“ საქართველოში არსებული საინვესტიციო სიტუაცია აღელვებთ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„ევროპელ დემოკრატებს“ საქართველოში არსებული საინვესტიციო სიტუაცია აღელვებთ. როგორც გუშინ, 14 სექტემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ხოკერაშვილმა განაცხადა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 203 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მილიონით ნაკლებია, ეს კი საინვესტიციო კრახს ნიშნავს.



„საოცარია, მაგრამ საქართველოს მთავრობა 2011 წელს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 1 მილიარდი დოლარის ოდენობით ელის. დაახლოებით ანალოგიური პროგნოზი 2010 წლისთვისაც კეთდებოდა. მაგრამ 1.2 მილიარდის ნაცვლად შარშან ინვესტიციების მოცულობამ 553 მილიონი შეადგინა“, - აღნიშნა მან. ხოკერაშვილის თქმით, კიდევ უფრო ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ 2011 წლის პირველ კვარტალში 18 ქვეყანამ საქართველოდან უკან საერთო ჯამში 53 მილიონი დოლარი წაიღო.


მისი ცნობებით, უდიდესი კაპიტალის, კერძოდ 34 მილიონის გადინება აშშ-ში მოხდა. აღნიშნულმა პროცესმა ავტომატურად გამოიწვია საქართველოში სამუშაო ადგილების შემცირება,  რამაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა.


„ევროპელ დემოკრატებს“ მიაჩნიათ, რომ ინვესტიციების შემცირების მთავარი მიზეზია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობა. კერძოდ, ამას ხელს უშლის კერძო საკუთრების დარღვევის ფაქტები, საგადასახადო კოდექსის ხშირი ცვლილებები, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და არაჯანსაღი კონკურენტული გარემო.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3457.html
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 19:09 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: „ევროპელ დემოკრატებს“ საქართველოში არსებული საინვესტიციო სიტუაცია აღელვებთ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 30 აპრილი 2024
  • English Georgian