aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 ეკონომიკა: ფოთში აეროპორტის მშენებლობა დაიწყო ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 14 სექტემბერს, ქალაქ ფოთში აეროპორტის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც იდეალურად ჯდება რეგიონის განვითარების სტრატეგიაში“, - თქვა მან გუშინ ფოთში აეროპორტის მშენებლობის საძირკვლის ჩადების ცერემონიაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ფოთის განვითარებისათვის უკვე დაწყებულია ფოთის გადაიარაღება, გაზიფიცირებულია ქალაქი, გაუმჯობესებულია წყალმომარგება და ამით შეიქმნა ინფრასტრუქტურა ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარებისათვის.



„ფოთის პორტი საქართველოს მთელ შავი ზღვის სანაპიროს, ასევე მთიან სვანეთს მოემსახურება“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ ამგვარად აეროპორტი ტურისტების მთელი მსოფლიოდან მიიღებს და გადაანაწილებს მათ ანაკლიას, ზუგდიდსა და მესტიას შორის.


მან ასევე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს გურიის რეგიონში კურორტ ბახმაროს განვითარების „სერიოზული გეგმის“ შემუშავება დაავალა. აღნიშნული კურორტი ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა დროს.


„ფოთის აეროპორტი მთელ რეგიონს გააერთიანებს. ეს იქნება აეროპორტი, რომელიც ნებისმიერ ამინდში იმუშავებს და რომელზეც ნებისმიერი თვითმფრინავი დაჯდება. ეს მუდმივად მოქმედი აეროპორტი იქნება, რომელიც შემოსავლებს მოგვიტანს და დასაქმების პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება“, - თქვა სააკაშვილმა.


მან მადლობა გადაუხადა არაბულ კომპანია „რაკიას“, უწოდა რა მას აეროპორტის მშენებლობის კარგი ინვესტორი. „ჩვენ ამ კომპანიასთან ურთიერთობების კარგი დონე გვაქვს. ეს ინვესტორია, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის და ჩვენს ათასობით თანამოქალაქეს ეხმარება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი კმაყოფილები იყვნენ. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა ინვესტორებსაც საქართველოში ფულის აქტიური დაბანდებისაკენ“, - თქვა პრეზიდენტმა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3455.html
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 18:55 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ფოთში აეროპორტის მშენებლობა დაიწყო" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 30 აპრილი 2024
  • English Georgian