aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 ეკონომიკა: 2010 წლის განმავლობაში პარლამენტარებმა ხელფასის, დანამატებისა და პრემიების სახით 7 431 539 ლარი მიიღ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2010 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრებს ხელფასისა და დანამატების სახით 5 156 417, ხოლო პრემიების სახით - 2 275 122 ლარი გასცეს. ამ მონაცემებს საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა აქვეყნებს. ამას გარდა, 2011 წლის პირველ და მეორე კვარტლებში (იანვარი-ივლისი) გაცემული ხელფასებისა და დანამატების თანხა 2 588 246 ლარს, ხოლო პრემიების სიდიდე - 1 137 792 ლარს შეადგენს.



საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ საქართველოს პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც მოითხოვა ინფორმაცია 2010 წლისა და 2011 წლის პირველი და მეორე კვარტლების განმავლობაში ქვეყნის შიგნით საქართველოს პარლამენტის ყველა 150 წევრის (კონკრეტული პირების მითითების გარეშე) მივლინებებზე ხარჯების საერთო სიდიდის შესახებ.


საქართველოს პარლამენტის პასუხი აღნიშნულ საკითხზე არასრულფასოვანია, ვინაიდან წერილში მხოლოდ საერთო ციფრია მოცემული.


2010 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მივლინებებზე „2010 და 2011 წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 1 200 000 ლარი გამოიყო.


საქართველოს პარლამენტის წევრთა მომსახურე ავტომანქანების რიცხვი 53 ერთეულს შეადგენს. ამ ავტომობილებზე საწვავის ფაქტობრივმა დანახარჯმა 2010 წელს 273 250 ლიტრი, ხოლო 2011 წლის პირველ ექვს თვეში - 153 350 ლიტრი შეადგინა.


რაც შეეხება პარლამენტართა კომუნიკაციის ხარჯებს, 2010 წლის მონაცემებით, ფაქტობრივმა ხარჯებმა 116 710 ლარი, ხოლო 2011 წლის ექვს თვეში - 71 085 ლარი შეადგინა. მობილური ტელეფონებით საუბრების ლიმიტი 2010 წლის 2 თებერვლის პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით დგინდება და ყოველ კომიტეტზე თვეში 400 ლარს შეადგენს.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3407.html
განათავსა - Drakula | 12 სექ. 2011, 21:22 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: 2010 წლის განმავლობაში პარლამენტარებმა ხელფასის, დანამატებისა და პრემიების სახით 7 431 539 ლარი მიიღ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 30 აპრილი 2024
  • English Georgian