aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 ეკონომიკა: საქართველოს კომპიუტერულ ბაზარზე HP ლიდერობს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
კომპანია НР აცხადებს, რომ გაყიდვებისა და სერვისის მიხედვით ქართულ კომპიუტერულ ბაზარზე ლიდერია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საქართველოში ცოტახნის წინ გახსნილი კომპიუტერული საწარმოს კონკურენციის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა.



მეტიც, IPG-ის მენეჯერის შოთა ლეკაშვილის განცხადებით, მათი წილი ქართულ ბაზარზე იზრდება. მანამდე თბილისის კომპიუტერული ქარხნის წარმოების დირექტორმა ზურაბ მუნჯიშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მოთხოვნიდან გამომდინარე ისინი სხვა კომპანიებს უწევენ კონკურენციას. მისი თქმით, მათ მიერ შესწავლილია ბაზარი და მათ იციან, რომელ სეგმენტს რომელი კომპიუტერი სჭირდება. მუნჯიშვილი ირწმუნება, რომ მათი ტექნიკის ექსპლუატაცია მომხმარებელს უფრო იაფი უჯდება, რამდენადაც სხვა კომპიუტერესებისაგან განსხვავებით, რომლებშიც ავტორიზირებულ ცენტრებთან მართვა არის აუცილებელი, საჭირო მომსახურებას კლიენტი 24 საათის განმავლობაში იღებს. მისი თქმით, საწარმოს პროდუქცია ქართულ ბაზარზე კონკურენციას უწევს ისეთი გიგანტების კომპიუტერებს, როგორიცაა HP.


Hewlett-Packard-ის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ქართულ ბაზარზე მათი კონკურენტები ისეთი მსოფლიო ბრენდებია, როგორებიცაა Deli, Lenovo და სხვა.


„როგორც საქართველოს მოქალაქე, მე მივესალმები ასეთი საწარმოს გახსნას, ვინაიდან ეს ჩვენი ეკონომიკისთვის დამატებითი სტიმულია. რაც შეეხება კონკურენციას, ჩემთვის ცნობილი არაა, რა გათვლები აქვს ამ საწარმოს, რომელი ნიშის დაკავებას აპირებს. ბუნებრივია, ბაზარზე ახალი მოთამაშის გაჩენა კონკურენციას გაამწვავებს, თუმცა ქართულ ბაზარზე ჩვენი კონკურენტები მსოფლიო ბრენდებია. ჩვენ ვლიდერობით სერვისის თვალსაზრისითაც, რამდენადაც სამი ავტორიზირებული სერვის-ცენტრი გვაქვს“, - განაცხადა ლეკაშვილმა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3470.html
განათავსა - Drakula | 16 სექ. 2011, 20:47 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოს კომპიუტერულ ბაზარზე HP ლიდერობს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 05 მაისი 2024
  • English Georgian