aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 კონდოლიზა რაისი: ვლადიმირ პუტინი არჩევნებისაგან ფარსს აწყობს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
„ვლადიმირ პუტინი საამომრჩევლო პროცესს ფარსად აქცევს“, - განაცხადა ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, უწოდა რა რუსი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „უხეირო იდეა“, - იუწყება “GHN“. თავისი პოლიტიკური მემუარების პრეზენტაციაზე სააგენტო „რეიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაისმა ასევე გამოთქვა შიშები იმისა, რომ თუ პუტინი კრემლში დაბრუნდება, რუსეთში გამორიცხული არ იქნება მასიური მღელვარებები. მან დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2012 წლის მარტში პუტინი პრეზიდენტი გახდება, დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი კიდევ უფრო მოახდენს ხელისუფლების ცენტრალიზაციას თავის ხელებში, გააძლიერებს რა ზეწოლას ოპოზიციაზე, გადმოსცემს აშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივნის სიტყვებს სააგენტო რეიტერი.
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2011, 19:19 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Facebook პორნოგრაფიასა და ძალადობის სცენებთან ბრძოლას შეეცდება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა Facebook Inc.-მა ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, განაცხადა, რომ მომხმარებელთა გვერდებზე ძალადობის სცენებისა და პორნოგრაფიის მქონე ვიდეოების გაჩენის ფაქტზე გამოძიებას ჩაატარებს, იტყობინება “GHN“. ბოლო დღეებში ქსელ Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა თავიანთ სიახლეებში აღმოაჩინა სურათები, ბმულები და ვიდეოები ძალადობის სცენებითა და პორნოგრაფიით.
განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:32 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 აუქციონზე გატანილია უცნობი ფილმი მაიკლ ჯექსონზე მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
4 მლნ ფუნტად (თითქმის 6.5 მლნ დოლარად) შეფასებული უცნობი ფილმი მაიკლ ჯექსკონზე „პოპ-მუსიკის მეფის“ ყოფილმა მძღოლმა ლონდონის აუქციონზე „ფეიმ ბიუროზე“ გაიტანა.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:45 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ევროპაში ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხვის მიხედვით ლიდერი შეიცვალა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
comScore-ის მონაცემებით, 2011 წლის სექტემბერში რუსეთმა გერმანიას ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით გაუსწრო და ევროპაში ქსელის აუდიტორიის სიდიდის მიხედვით უმსხვილესი ბაზარი გახდა. რუსულმა ინტერნეტ-აუდიტორიამ 15 წელზე უფროსი ასაკის 50.81 მლნ მომხმარებელი შეადგინა, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გერმანია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამ მაჩვენებლის მიხედვით ლიდერობდა, ამჟამად მეორე ადგილზეა 50.13 მლნ მომხმარებლით.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:44 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჩინეთის სოფელში ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ცენტრალური ჩინეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში მასმედიის წარმომადგენლებმა რუსი პრემიერის ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს, იუწყება „GHN“. ლო იუანპინი ცენტრალური ჩინეთის პროვინცია ანხოის სოფელ ლუნცზიუიში ცხოვრობს. იგი უბრალო გლეხია. 48 წლის ლო იუანპინის მსგავსება რუს პრემიერთან ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტმა აღმოაჩინა, რომელიც სოფელში მოხვდა. ჟურნალისტის მიერ გადაღებული ფოტოსურათი გამოცემაში დაიბეჭდა, შემდეგ კი ანხოის პროვინციის ახალი ამბების პორტალზე მოხვდა, გადმოსცემს „РИА Новости“ სააგენტო „სინხუაზე“ მინიშნებით.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:41 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ბრედ პიტმა სამსახიობო კარიერის დასრულება გადაწყვიტა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ბრედ პიტი სამსახიობო პროფესიიდან წასვლას აპირებს. მსახიობმა ავსტრალიურ ტელეპროგრამა 60 Minutes-ს ინტერვიუში უთხრა, რომ სამსახიობო კარიერას სამ წელიწადში მიატოვებს, როდესაც 50 წელს შეუსრულდება, იტყობინება “GHN“. მსახიობმა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, კერთოდ რითი დაკავდება სამ წელიწადში, თუმცა ჯერ კიდევ სიამოვნებას იღებს ფილმებზე მუშაობის დროს პროდიუსერის სახით. პიტის თქმით, თუ 50-ის შემდეგ იგი სამსახიობო სფეროში დაბრუნდება, მაშინ მხოლოდ „ვინმე ღვარძლიან ბებერ ენაბილწს“ ითამაშებს, გადმოსცემს NEWSru.com OpenSpace-ზე მინიშნებით.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:40 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჯეიმს ბონდის საათს აუქციონზე უზარმაზარ ფასად გაყიდიან მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ხელის საათი Rolex, რომელსაც „ბონდიანას“ მერვე ფილმში „იცხოვრე და სიკვდილის ნება მიეცი“ ატარებდა ბრიტანელი მსახიობი როჯერ მური, ჟენევაში აუქციონ Christie's-ზე გაიყიდება. ბრიტანული საიდუმლო სამსახურის ცნობილი აგენტის საათი სპეციალურად ფოლადის კორპუსში შესრულებული დაივერის მოდელის - Rolex Oyster Perpetual Submariner-ის საფუძველზე შეიქმნა. საათის უკანა თავსახურზე დატანილია წარწერა „Roger Moore 007“.
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:37 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Apple თავის პროდუქტს უკან იხმობს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კომპანია Apple-მა პირველი თაობის iPod nano პლეერებში აკუმულატორების დეფექტი გამოავლინა და მოწყობილობებს უკან იხმობს. კომპანიის საიტზე იტყობინებიან, რომ „იშვიათ შემთხვევებში“ აკულუმატორი შეიძლება ზედმეტად გახურდეს, რაც მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის საშიშია. რაც უფრო „ძველია“ პლეერი, მით უფრო მაღალია გახურების ალბათობა.
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:37 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ტაილანდის ათასობით მოქალაქე წყალდიდობის გამო თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ტაილანდის მოქალაქეები, რომლებმაც დამანაგრეველი წყალდიბობისა და დიდი წყლის მოსვლის გამო მთელი დაგროვილი ქონება დაკარგეს, თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფებიან, იუწყება “GHN“. „დღეისათვის სუიციდების რისკის ჯგუფში ათასობით ადამიანი იმყოფება, რომელთა ცხოვრების ჩვეული ყაიდა წყალდიდობამ მთლიანად გაანადგურა“, - განუცხადა გამოცემა The Nation-ს საგანგებო მიგრაციული ცენტრის დირექტორმა პჰანუ იემსრიმ, გადმოსცემს „როსბალტი“. მან განმარტა, რომ ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტრომ 114 ათას 815 ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა შეამოწმა, რომელთაგან 7 ათას 308-ს დეპრესიული მდგომარეობა გამოუვლინდა, 6 ათას 170-მა აღიარა, რომ ჯერაც ძლიერ სტრესს განიცდის.
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:34 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 შვეიცარიაში მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება დაასახელეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
დასრულდა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების განსაზღვრის მსოფლიო კონკურსი, რომელშიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 220-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. კონკურსის ორგანიზატორებმა წინასწარი შედეგები გამოაცხადეს, რომლებიც გადამოწმდება და 2012 წლის დასაწყისში საბოლოოდ დადასტურდება.
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:10 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian