aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 ჩინეთში 100 წელზე უფროსი ასაკის 47 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ამჟამად ჩინეთში 48 921 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება, იტყობინება “GHN“. ასეთი მონაცემები ჩინეთის გერონტოლოგიურ საზოგადოებაზე მინიშნებით გაზეთ „ჩაინა დეილის“ მოჰყავს. როგორც სტატისტიკა მოწმობს, წელს ჩინეთის იმ მაცხოვრებელთა საერთო რიცხვი, რომელთა ასაკმა 100-წლიან ზღვარს გადაჭარბა, 2010 წელთან შედარებით, 5228 ადამიანით გაიზარდა.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:07 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჩინელები წერილების გაგზავნას დედამიწის ფარგლებს გარეთ შეძლებენ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ჩინეთის მოქალაქეებს წერილების გაგზავნა ახლა უკვე დედამიწის ფარგლებს გარეშე შეუძლიათ. ამის შესაძლებლობა მათ აქვთ მას მერე, რაც პეკინში „კოსმოსური ფოსტის“ ოფისი გაიხსნა, იტყობინება „სინხუა“.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 21:20 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Moody’s-მა კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის საკრედიტი რეიტინგი შეამცირა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
პარასკევს, 4 ნოემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა კვიპროსის საკრედიტო რეიტინგი „Baa1“-დან „Baa2“-მდე ნეგატიური პროგნოზით შეამცირა. როგორც Agence France-Presse იტყობინება, რეიტინგის შემცირება უკავშირდება არასტაბილურობას, რომელიც კუნძულოვანი სახელმწიფოს საბანკო სფეროში კვიპროსის ბანკების ბალანსებზე არსებული ბერძნული ვალების ჩამოწერის გამო შეიძლება წარმოიშვას.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 21:19 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მიქაელიანი: მსო-ში გაწევრიანების პლუსები რუსეთისთვის მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაშია ნათელი მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
„ფინექსპერტიზისის“ გენერალური დირექტორის აგვან მიქაელიანის განცხადების თანახმად, „მსო-ში გაწევრიანების პლუსები რუსეთისთვის მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაშია ნათელი“.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 21:17 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 NASA: დედამიწისკენ 400 მეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდი მოფრინავს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
დაახლოებით 400 მეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება, იტყობინება “GHN“. სამშაბათს, 8 ნოემბერს, ასტეროიდი ჩვენი პლანეტიდან 323 ათას 469 კილომეტრის მანძილზე ჩაიქროლებს - ეს ნაკლებია, ვიდრე მანძილი დედამიწიდან მთვარემდე პერიგეაში.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:37 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 აშშ-ში მიწისძვრა მოხდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ში ოკლახომას შტაშტში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
განათავსა - Legatuss | 06 ნოემ. 2011, 19:21 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ბილ გეითსმა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებს მიმართა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მილიარდერმა ბილ გეითსმა, G20-ის ქვეყნების წინაშე გამოსვლის დროს, მოუწოდა მათ, არ შეამცირონ ფინანსური დახმარების ბიუჯეტები, ვინაიდან ეს არა მხოლოდ ღარიბი ქვეყნეის მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს, არამედ შეარყევს ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და ინოვაციების შექმნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა. კორპორაცია Microsoft Corp-ის დამფუძნებელი გახდა პირველი ბიზნესმენი, რომელიც G20-ის სამიტზე გამოსასვლელად დაპატიჟეს.
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:38 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 The Beatles-ის ალბომების გარეკნები ყველაზე ძვირადღირებულებად აღიარეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კოლექციონერთათვის განკუთვნილ ჟურნალ Record Collector-ის ვერსიით, The Beatles-ის ალბომების ხუთი გარეკანი ყველაზე ძვირადღირებულთა ათეულში შევიდა. ამის შესახებ წერს ბრიტანულ გაზეთი The Telegraph. სიაში პირველ ადგილზეა ალბომ „Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band“-ის გარეკნის ვარიანტი, რომელიც 1967 წელს დაახლოებით 100 ეგზემპლარის ტირაჟით გამოვიდა. ორიგინალურ ილუსტრაციაზე ჩანაწერში მონაწილე მუსიკოსების სახეები ხმის ჩამწერ კომპანია Capitol Records-ის თანამშრომელთა პორტრეტებით შეიცვალა. კოლექციონერები გარეკანს 70 ათას ფუნტად აფასებენ.
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:37 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საბერძნეთი შესაძლოა პირველი მერცხალი აღმოჩნდეს ევროკავშირის დაშლაში მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ევროკომისიამ განკარგულება გასცა მოქმედებათა გეგმის შემუშავებაზე იმ შემთხვევისთვის, თუ საბერძნეთი ევროზონიდან გამოვა. ამის შესახებ „იტარ-ტასისთვის“ ცნობილი გახდა დღეს, 4 ნოემბერს, დიპლომატიური ევროპული წრეებიდან. „ის, რაც ადრე შეუძლებელი ჩანდა, კერძოდ კი, ევროზონიდან წევრი ქვეყნის გამოსვლა, ახლა განიხილება როგორც რეალური ვარიანტი“, - აღნიშნა „იტარ-ტასთან“ საუბრისას ევროკავშირის თანამშრომელმა. მისი თქმით, მოხსენების ძირითადი დებულებები უკვე წარუდგინეს ევროზონის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს დღეს ღამით კანში „კონსულტაციების ფარგლებში“.
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:34 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მეცნიერები: მსოფლიოს ელის ექსტრემალური ზამთრები ანომალიებითა და სტიქიებით მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მსოფლიო მეცნიერები ზამთრის თვეებში უფრო ექსტრემალურ ამინდს პროგნოზირებენ. მოვლენები, რომლებიც ადრე უჩვეულო იყო, ხშირი გახდება, იუწყება “GHN“. გამორიცხული არ არის, რომ მომავალი ზამთარი ერთ-ერთი ბოლო ნორმალური ზამთარი გახდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვითამაშოთ თოვლის გუნდებით, ვიკატაოთ თხილამურებსა და მარხილზე. ამასთან ერთად, ამ დღეებში გამოქვეყნდა კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათშორისი ჯგუფის მოხსენება, რომლიდან გამომდინარე დედამიწა ადამიანის საცხოვრებლად სულ უფრო პრობლემური ადგილი ხდება, ხოლო ამინდი, მათ შორის ზამთრის ამინდი, უკიდურესობებში ვარდნას იწყებს, გადმოსცემს NEWSru.comРБК daily-ზე დაყრდნობით.
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:30 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 27 აპრილი 2024
  • English Georgian