aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 რუსეთი ქვეყნის უძველეს ქართულ სკოლაში სასწავლო პროგრამიდან ქართულ ენას ამოიღებს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
გუშინ, 9 ნოემბერს, საქართველოს სამთავრობო კანცელარიაში თბილისში შვეიცარიის ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრაზე განიხილეს სიტუაცია ერთ-ერთი რუსული სოფლის გარშემო. საუბარია სოჭის მიდამოებში მდებარე სოფელ პლასტუნკას 44-ე სკოლის პრობლემის შესახებ.
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2011, 18:58 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 The Lonely Planet: უკრაინა იმ ქვეყნების ტოპ-ათეულშია, რომელშიც ჩასვლა 2012 წელს ღირს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გზამკვლევმა - The Lonely Planet-მა უკრაინა უგანდასთან, მიანმართან, ბუტანთან და კუბასთან ერთად მსოფლიოს იმ ქვეყნების ტოპ-ათეულში ჩასვა, რომლებშიც ჩასვლა 2012 წელს ღირს, იტყობინება “GHN“. The Lonely Planetტურისტებს კლიშეების შევსებასა და „ევროპის დიდ უცნობ ადგილთან“ გაცნობას სთავაზობს. რეიტინგში უკრაინამ მე-3 ადგილი დაიკავა, იტყობინება LB.ua ტიჟდენზე მინიშნებით, გადმოსცემს focus.ua
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2011, 18:56 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გერმანელმა ექსპორტიორებმა ევროზე უარის თქმის მზადყოფნაზე განაცხადეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
გერმანელი ექსპორტიორები მზად არიან, უარი თქვან ერთიან ევროპულ ვალუტაზე. ამის შესახებ განაცხადა გერმანელ ექსპორტიორთა გაერთიანების (BGA) უფროსმა ანტონ ბერნერმა, გადმოსცემს RTE. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზარი, ერთიანი ვალუტა კი აუცილებელი არ არის. არის გერმანიაში სიცოცხლე ევროს შემდეგ? დიახ, არის“, - განაცხადა ბერნერმა ბერლინში არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოური პრესის ასოციაციასთან“ შეხვედრაზე. გერმანიაში ევროზონიდან გამოსვლის საკითხი უკვე არაერთხელ წამოჭრილა. 2011 წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა ნახევარზე მეტ ეროვნული ვალუტის დაბრუნებას ისურვებდა.
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2011, 18:54 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ალექსანდრე მაკედონელის საფლავი და აღთქმის კიდობანი საბერძნეთში აღმოაჩინეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
არქეოლოგებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. წინასწარი მონაცემებით, ბერძნულ კუნძულ ტასოსზე ალექსანდრე დიდის (მაკედონელის) საფლავი და აღთქმის კიდობანი აღმოაჩინეს, იუწყება “GHN“. ამის შესახებ გადმოსცემს „ინტერფაქსი“ პორტალ grekomania.ru-ზე, საბერძნეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს საინფორმაციო პარტნიორზე მინიშნებით.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:25 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მსოფლიოში „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
დედამიწის მოსახლეობამ შვიდი მილიარდის ზღვარს მიაღწია, თუმცა დემოგრაფები მაინც უკმაყოფილები არიან. მათი თქმით, უახლოეს ათწლეულებში პლანეტაზე „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება. ბოლო წლებში მსოფლიოში ქალების რეკორდულად დაბალი რაოდენობა იბადება. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობა ზრდას აგრძელებს, ახალშობილი ბიჭებისა და გოგონების თანაფარდობა სულაც არაა უკანასკნელთა სასარგებლოდ. ეს მრავალ დემოგრაფს აღელვებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქალების უკმარისობამ უახლოეს ათწლეულებში შესაძლოა კაცობრიობაზე არანაკლებ საგრძნობი გავლენა მოახდინოს, ვიდრე გლობალურმა დათბობამ. საშუალოდ მსოფლიოში მდედრობითი სქესის ყოველ 100 ჩვილ ბავშვზე 104-106 ბიჭი მოდის. მეცნიერთა თქმით, ის ქვეყნები, სადაც ყოველწლიურად უფრო მეტი გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი, უბრალოდ გამონაკლისებია, რომლებიც წესებს ადასტურებს.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:22 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ირანში ჩიფსების რეკლამა აკრძალეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მედიაში ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციის, მათ შორის ჩიფსებისა და სიმინდის ჩხირების, რეკლამა კანონით აკრძალულია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:20 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ავსტრალიას ჰაერის დაბინძურებისთვის გადასახადი შემოაქვს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ავსტრალიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ნახშირორჟანგის სამრეწველო გაფრქვევაზე გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს. კანონი ძალაში 2012 წლის ივლისიდან უნდა შევიდეს. ამ მომენტიდან ქვეყნის 500 ძირითადი ენერგეტიკული კომპანია ვალდებული იქნება, ატმოსფეროში ამოხეთქილ ერთ ტონა ნახშირორჟანგზე 23 დოლარი გადაიხადოს.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:18 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დანიაში მსოფლიოში ყველაზე სქელ წიგნს გამოუშვებენ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მსოფლიოში ყველაზე სქელი წიგნი მალე დანიაში დაიბეჭდება. გასაოცარი ზომის ტომი უმუშევრობის დაზღვევის სალაროს - „Min A-kasse“-ის მიერ გამოვა. გადაიკითხავს რა მის 23 675 გვერდს, მკითხველი გაიგებს ყველაფერს იმ ნორმებისა და წესების შესახებ, რომელთა თანახმად დანიაში იხარჯება ფონდები, რომლებიც იმ დანიელებისთვის შემწეობებზე გამოიყოფა, რომლებმაც სამსახური დაკარგეს.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:17 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მსოფლიოში მობილური ინტერნეტის ხელმომწერთა რიცხვი 5-ზე უფრო მეტჯერ გაიზრდება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
2016 წლისთვის მობილური ინტერნეტის ხელმომწერთა რიცხვი მსოფლიოში თითქმის 5 მლრდ-ს მიაღწევს, ამასთან უახლოეს 5 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 60 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ ნათქვამია სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტების უმსხვილესი მსოფლიო მიმწოდებლის - შვედური კომპანია „ერიქსონის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის მასალებში.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:16 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 აშშ-ის მთავრობამ გააკეთა განცხადება უცხოპლანეტელების შესახებ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ის მთავრობას არა აქვს ინფორმაცია, რომელიც სიცოცხლის უცხოპლანეტური ფორმების არსებობას ადასტურებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება “GHN“. ობამას ადმინისტრაცია იძულებული იყო, ანგარიში ჩაებარებინა არამიწიერი ცივილიზაციების საკითხის თაობაზე მას შემდეგ, რაც საიტის გამყოფილებაში „ჩვენ - ხალხი. თქვენი ხმა ჩვენს მთავრობაში“ გაჩნდა მიმართვა, რომელიც მოითხოვდა უცხოპლანეტელების შესახებ სამთავრობო მონაცემების გასაიდუმლოებას. ერთი თვის განმავლობაში ამ მოთხოვნამ 17 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:16 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 1 | ვრცლად...
 

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 27 აპრილი 2024
  • English Georgian