aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 2011 წელს ისრაელში 17 913 მანქანა გაიტაცეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ისრაელის პოლიციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2011 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ისრაელში 17 913 სატრანსპორტი საშუალება გაიტაცეს. საინტერესოა, რომ წელს ქურდების უპირატესობები შეიცვალა და გასული წლების ფავორიტმა Subaru Leone-მა ადგილი დაუთმო Mitsubishi Lancer-ს, იუწყება “GHN“. გატაცებათა უდიდესი რიცხვი (6 018) ცენტრალურ ოლქში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა თელ-ავივის ოლქი (4 257), მესამეზე - იერუსალიმის ოლქი (2 822).
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:08 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ცნობილი ევროპული აეროპორტები მსოფლიოში ყველაზე ცუდი აეროპორტების რეიტინგში პირველ სტრიქონებზე მოხვდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
შარლ დე გოლის სახელობის პარიზის აეროპორტი მსოფლიოს ყველაზე ცუდი აეროპორტების ათეულს ჩაუდგა სათავეში. რეიტინგი CNNGo.com-მა ინტერნეტ-ფორუმების, მოგზაურობების საიტების, ბლოგებისა და მოსაზრებათა გამოკითხვის შესწავლის შედეგად შეადგინა. მოგზაურები უჩიოდნენ იმას, რომ ამ აეროპორტის ტუალეტებში არ არის საჯდომები, დიდი პრობლემებია ნავიგაციასთან და ყველაზე ცუდი კაფეები და რესტორნებია მთელ საფრანგეთში. ერთ-ერთმა, ვინც აეროპორტშია ნამყოფი, მასში გადაჯდომის მოლოდინი ციხის კამერაში ყოფნას შეუდარა.
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 20:03 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 1 | ვრცლად...
 
 ფსიქიატრებმა სუიციდების წინასწარმეტყველება ისწავლეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ამერიკელმა ფსიქიატრებმა შეიმუშავეს ტესტი, რომელიც სუიციდის მცდელობის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ იტყობინება Los Angeles Times. ანგარიში სპეციალისტთა ჯგუფის (კელი პოზნერის ხელმძღვანელობით კოლუმბიის უნივერსიტეტიდან) გამოკვლევის შესახებ გამოქვეყნდა The American Journal of Psychiatry-ში.
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 20:03 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 აზია ამერიკას „ულტრამდიდრების“ რიცხვის მიხედვით გაუსწრებს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მეგამდიდარი მოქალაქეების რიცხვის მიხედვით, რომელთა ქონება 30 მლნ აშშ დოლარს აღემატება, ჩრდილოეთი ამერიკა მსოფლიო რეკორდსმენი კიდევ 20 წლის განმავლობაში დარჩება. 2032 წლისთვის ლიდერი აზია გახდება, ნათქვამია სინგაპურის კონსალტინგურ კომპანია Wealth-X-ის გამოკვლევაში. როგორც სააგენტო Bloomberg იტყობინება, ამჟამად იმ მდიდარი ამერიკელების რიცხვი, რომელთა ქონება ფასდება როგორც „ულტრამაღალი“, 62 960 ათასს შეადგენს. ევროპაში მკვლევარებმა 65 325 ათასი, ხოლო აზიაში - 42 625 ათასი მდიდარი ადამიანი დაითვალეს. ანალიტიკოსთა პროგნოზის თანახმად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ევროპას უკვე 2024 წელს, ხოლო ამერიკას - 2032 წელს გაუსწრებს.
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 20:02 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Apple-ს iPhone 4S-ისა და iPad 2-ის საწარმოებლად დეტალები არ აღმოაჩნდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
Apple 2011 წლის IV კვარტლისთვის iPhone 4S-ისა და iPad 2-ის შეკვეთების მოცულობას ამცირებს, რაც უკავშირდება მოწყობილობებზე იმაზე უფრო დაბალ მოთხოვნას, ვიდრე კომპანია იმედოვნებდა, ასევე მათი წარმოებისათვის აუცილებელი ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალის არარსებობას. ამის შესახებ იტყობინება DigiTimes Commercial Times-ზე მინიშნებით.
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 20:01 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 წიგნში პეპი გრძელი წინდას შესახებ რასიზმის ნიშნები აღმოაჩინეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის წიგნი „პეპი გრძელი წინდა“ რასიზმის ნიშნებს შეიცავს და „კოლონიალური რასისტული სტერეოტიპებითაა“ სავსე, განაცხადა თეოლოგმა ესკე ვოლრადმა ევანგელისტი ქალების გერმანული ასოციაციიდან. „საქმე არა იმაშია, რომ თავად ფიგურა პეპი გრძელი წინდა რასისტულია, არამედ იმაში, რომ ტრილოგიის სამივე წიგნი კოლონიალური რასისტული სტერეოტიპებით არის სავსე“, - აციტირებს ვოლრადს შვედური ინტერნეტ-გამოცემა The Local.
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 20:01 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კლიმატოლოგები: დროა, კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან შეთვისება დავიწყოთ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
33 ქვეყნის კლიმატოლოგები მოუწოდებენ კაცობრიობას, სერიოზულად დაიწყოს გლობალური კლიმატის უკვე გარდაუვალ ცვლილებებთან სერიოზულად შეთვისება. ასეთია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პრობლემების“ მთავარი შედეგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში მოსკოვში დასრულდა.
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 20:01 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მერკელს მესამე ვადაზე დარჩენა სურს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას თავის თანამდებობაზე ყოფნა, ასევე საამომრჩევლო კამპანიებში მონაწილეობა მოსწონს. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სამუშაო სიამოვნებას მანიჭებს“, - თქვა მან მედიაჯგუფ Madsack-სთვის მიცემულ ვიდეოინტერვიუში, რომელიც შაბათს, 12 ნოემბერს, გამოქვეყნდა. როგორც 1news.az „РИА Новости“-ზე მინიშნებით იტყობინება, მერკელის თქმით, თუ პოლიტიკოსს თავისი სამუშაო და საამომრჩევლო კამპანიაში მონაწილეობა მოსწონს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ეს პოლიტიკოსი „ოპოზიციაში ყოფნას“ ლიდერობას ამჯობინებს.
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 19:47 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 იტალია ბერლუსკონის გადადგომას მოესწრო მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ქვეყნის პრეზიდენტს ჯორჯო ნაპოლიტანოს გადადგომის შესახებ თხოვნა გადასცა, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა, იტყობინება „РБК“. ბერლუსკონიმ მთავრობის უფროსის თანამდებობის დატოვების დაპირება შეასრულა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პარლამენტი ხმას მისცემს ბიუჯეტს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამბავს ბერლუსკონის გადადგომის შესახებ მისი ასობით მოწინააღმდეგე სიხარულით შეეგება: ისინი რომის ცენტრში შეიკრიბნენ, რათა „იტალიის გათავისუფლება“ ეზეიმათ.
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 19:47 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გერმანია: გეყოთ მთელი ევროპის კვება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
გერმანიის ათასობით მოქალაქემ შაბათს, 12 ნოემბერს, მონაწილეობა მიიღო მორიგ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ხელისუფლებათა ფინანსური პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. მხოლოდ მაინის ფრანკფურტზე, რომელიც გფრ-ის ეკონომიკურ დედაქალაქად მიიჩნევა, დაახლოებით 10 ათასი მომიტინგე შეიკრიბა, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვით გარს შემოეხვივნენ ქალაქის საქმიან კვარტალს, სადაც მსხვილი ბანკებია განლაგებული. ბერლინში დემონსტრაციებში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 19:46 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian