aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 ეს საინტერესოა: ჩინეთის სოფელში ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ცენტრალური ჩინეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში მასმედიის წარმომადგენლებმა რუსი პრემიერის ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს, იუწყება „GHN“. ლო იუანპინი ცენტრალური ჩინეთის პროვინცია ანხოის სოფელ ლუნცზიუიში ცხოვრობს. იგი უბრალო გლეხია. 48 წლის ლო იუანპინის მსგავსება რუს პრემიერთან ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტმა აღმოაჩინა, რომელიც სოფელში მოხვდა. ჟურნალისტის მიერ გადაღებული ფოტოსურათი გამოცემაში დაიბეჭდა, შემდეგ კი ანხოის პროვინციის ახალი ამბების პორტალზე მოხვდა, გადმოსცემს „РИА Новости“ სააგენტო „სინხუაზე“ მინიშნებით.



როგორც „სინხუა“ იტყობინება, ლუნცზიუიში სპეციალურად გაგზავნილი კორესპონდენტები ამბობენ, რომ სოფელში ცნობილი პიროვნების გაჩენით მოხარულები არიან. ლო იუანპინს გაუმყარდა მეტსახელი „პუტინის ძმა“, რომლის წინააღმდეგი „ვარსკვლავი“ არ არის.


„რასაკვირველია, მე კვლავ მე ვარ, კვლავ მინდორში ვმუშაობ, ასე რომ ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა“, - უთხრა ლო იუანპინმა „სინხუას“ კორესპონდენტს.


მიუხედავად ამისა, რუსი პოლიტიკოსის ორეული იმედოვნებს, რომ მისი მოულოდნელი პოპულარობა ცოლის პოვნაში დაეხმარება. ლოს თქმით, ახლა იგი ფიქრობს იმაზე, რომ პროფესია შეიცვალოს და საკუთარი შოუს ორგანიზაცია მოაწყოს.


„მაგალითად, შეიძლება კორპორატივებსა და სხვა ღონისძიებებზე გამოსვლა“, - აღნიშნა ლომ. „ჩემი ცხოვრების შეცვლა, ცოლის მოყვანა, ოჯახის შექმნა მინდა“, - დაამატა მან.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3914.html
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:41 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: ჩინეთის სოფელში ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian