| ფრანგმა ლატარიაში რეკორდული ჯეკპოტი მოხსნა | | მსოფლიოს ამბები |
საფრანგეთში ლატარიაში მოგებული თანხის ახალი რეკორდი დამყარდა. როგორც France Info იტყობინება, 162 მილიონ 256 ათას 622 ევროს მფლობელი გახდა ქვემო ნორმანდიაში მდებარე კალვადოსის დეპარტამენტის მაცხოვრებელი. ჯერჯერობით გამარჯვებულს ლატარია EuroMillions-სა, რომელშიც ლატარიის ბილეთების 40 მილიონმა მყიდველმა მიიღო მონაწილეობა, მოგებულ თანხაზე უფლებების შესახებ არ განუცხადებია.
|
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 19:23 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| მეცნიერებმა გამოიგონეს კამერა, რომელიც მუშაობს როგორც სიცრუის დეტექტორი | | მსოფლიოს ამბები |
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიგონეს კამერა, რომელსაც შეუძლია დადგენა, ადამიანი სიმართლეს ამბობს თუ იტყუება. შემმუშავებელთა ჯგუფმა ბრედფორდისა და აბერისტუიტის უნივერიტეტებიდან ტექნიკურად რთული მოწყობილობა შექმნა, რომელიც ინფორმაციის მისაღებად ჩვეულებრივ ვიდეოკამერასა და მაღალი გარჩევადობის მქონე სითბურ სენსორს იყენებს. რიგი ალგორითმების დახმარებით სისტემა შემთხვევათა თითქმის 70%-ის დროს წარმატებით ადგენს, როდის ამბობს ადამიანი სიმართლეს, და როდის იტყუება, თქვა მთავარ მკვლევარმა ბრედფორდის უნივერსიტეტიდან, პროფესორმა ნასან უგაილმა. თავად პროფესორი დარწმუნებულია, რომ მოწყობილობის მუშაობის სიზუსტე შეიძლება 90%-ს აღწევდეს.
|
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 19:22 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ევროპული ბანკები მასობრივ შემცირებებს აწარმოებენ | | მსოფლიოს ამბები |
2011 წლის ნახევრიდან უმსხვილესმა ევროპულმა ბანკებმა 70 ათასი სამუშაო ადგილის შემცირების გეგმების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ წერს სააგენტო Bloomberg საკუთარ გაანგარიშებებზე დაყრდნობით. შედარებისათვის, აშშ-ში 42 ათასი ბანკირის დათხოვნის შესახებ გამოაცხადეს. იმ ევროპული ბანკების რიცხვში, რომლებიც გათავისუფლებებზე განაცხადეს, კერძოდ, შედიან შვეიცარული UBS და Credit Suisse Group, ასევე ბრიტანული HSBC Holdings, Royal Bank of Scotland Group და Barclays. ამას გარდა, ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების განზრახვის შესახებ ფრანგულმა Societe Generale-მაც განაცხადა - ეს ფინანსური კორპორაცია მხოლოდ რუსეთში ორ ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს.
|
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 19:21 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|