aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 საზოგადოება: მსოფლიოს რომელი ქვეყნის პასპორტში შეიძლება სქესის არჩევა სამი ვარიანტიდან? მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ავსტრალიის მოქალაქეებმა უფლება მიიღეს, პასპორტში მიუთითონ საკუთარი სქესი, მამრობითისა და მდედრობითის გარდა, ასევე როგორც განუსაზღვრელი. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. ახალი სქესობრივი მიკუთვნების აღნიშვნა დოკუმენტებში მოხდება ასო „X“-ით („იქსი“).



ამასთან ერთად, ამიერიდან პასპორტში სქესობრივი მიკუთვნების შესახებ აღნიშვნის შეცვლისთვის, თავად მოქალაქის სურვილის გარდა, საკმარისია ექიმისაგან ნებართვის მიმცემი ცნობა. ადრე სქესის შეცვლა მამრობითიდან მდედრობითზე და პირიქით დაიშვებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის მფლობელს სქესის შეცვლის სრულფასოვანი ოპერაცია ჰქონდა გადატანილი.


როგორც ABC News აღნიშნავს, ავსტრალიელი ხელისუფლებების აზრით, აღნიშნული ზომის წყალობით ის პირები, რომელთა გარეგნობა პასპორტში ადრე მითითებულ სქესობრივ მიკუთვნებას არ შეესაბამება, თავს აარიდებენ უსიამოვნებებს.


ABCგვახსენებს, რომ ავსტრალიაში პასპორტი ვინაობის იდენტიფიკაციისთვის მეორეხარისხოვანი დოკუმენტია. უფრო მნიშვნელოვანია დაბადების მოწმობა, რომელშიც სქესობრივი მიკუთვნების შესახებ ჩანაწერის შეცვლა კვლავინდებურად მხოლოდ სქესის შეცვლის ოპერაციის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.


2010 წლის მარტში ავსტრალიის მოქალაქე ნორი მეი-უელბი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის სქესიც ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნული იყო როგორც „განუსაზღვრელი“ (not specified). მეი-უელბმა, რომელიც ბიჭად დაიბადა, სქესის შეცვლის ოპერაცია გადაიტანა, თუმცა შემდგომში გადაწყვიტა, რომ არც მდედრობითი სქესი ერგებოდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატის ხელისუფლებები დათანახმდნენ მისთვის დოკუმენტებში გამონაკლისის გაკეთებას, მიიღეს რა ცნობები ექიმებისაგან, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადგინეს მეი-უელბის სქესი.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3466.html
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 19:25 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: მსოფლიოს რომელი ქვეყნის პასპორტში შეიძლება სქესის არჩევა სამი ვარიანტიდან?" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian