aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 საზოგადოება: ილია მეორე: ახალ მონასტერში საქართველოსა და რუსეთის მეთაურების მოლაპარაკებები ჩატარდება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დარიალის ხეობაში წმინდა მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი აკურთხა. როგორც პატრიარქმა თავის ქადაგებაში თქვა, ამ ადგილას რუსეთისა და საქართველოს მეთაურების მოლაპარაკებები ჩატარდება, იუწყება “GHN“. ილია მეორემ ასევე იმედი გამოთქვა იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობები აღდგება.



ტაძრის კურთხევისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ამ ადგილს არა მხოლოდ სულიერი დატვირთვა აქვს და რუსეთის საზღვართან შემთხვევით არაა აშენებული. ილია მეორემ აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა მართმადიდებელი ქრისტიანები არიან და როდესაც ისინი საქართველოში სტუმრად მოვლენ, დაინახავენ, რომ მოვიდნენ მართმადიდებელ, მშვიდობიან ქვეყანაში.


„ეს წმინდა ტაძარი თავშესაფარი გახდება ყოველი მგზავრისთვის და აქ სახელმწიფოთა მეთაურების მოლაპარაკებები ჩატარდება. ეს მონასტერი ასეთი მაღალი დონის იქნება... ეს ტაძარი ჩვენ სასწაულს გვაჩვენებს და, ვფიქრობ, ეს გამოვლინდება იმაში, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები კვლავ მშვიდობიანი გახდება“, - თქვა ილია მეორემ.


დარიალის ხეობაში მამათა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3468.html
განათავსა - Drakula | 16 სექ. 2011, 20:46 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: ილია მეორე: ახალ მონასტერში საქართველოსა და რუსეთის მეთაურების მოლაპარაკებები ჩატარდება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian