aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საქართველოში ივნისში ინფლაციამ 4% შეადგინა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში ივნისში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 4 პროცენტი შეადგინა.
Posted by Drakula | 04 Jul 2011, 11:50 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ჩინელები საქართველოში უძრავი ქონების მიმართ მაღალ ინტერესს გამოხატავენ Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით აქტიურად ინტერესდებიან ჩინეთის მოქალაქეები. ამის შესახებ აცხადებენ უძრავი ქონების სააგენტოში. მათი თქმით, ტენდენციას აქვს ზრდის ხასიათი და ჩინელთა განსაკუთრებული ინტერესის სფეროში თბილისი შედის. მოთხოვნა აღინიშნება როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართობებზე. განსაკუთრებულ ინტერესს ჩინელები მიწის მიმართ ავლენენ, რადგან იგი უძრავ ქონებაზე ბევრად უფრო იაფია.
Posted by Drakula | 30 Jun 2011, 21:17 | comments | ეკონომიკა | Score: 1 | Read More...
 
 ტურსააგენტოები მოგზაურობებისათვის განკუთვნილი კრედიტების პირობებით უკმაყოფილებას გამოხატავენ Business & Economics  Business & Economics 
რადიო კომერსანტის ინფორმაციით, commersant.ge-თან საუბრისას ტურისტული სააგენტოების ნაწილი აღნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი მომხმარებელი ბანკებისა და ტურისტული სააგენტოების ერთობლივი პროექტებით სარგებლობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს სერვისი არც ისე პოპულარულია.
Posted by Drakula | 29 Jun 2011, 23:21 | comments | ეკონომიკა | Score: 1 | Read More...
 
 გილაური: მაისში ექსპორტმა 199 მილიონი დოლარი შეადგინა Business & Economics  Business & Economics 
მაისში ექსპორტმა 199 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, 27 ივნისს, სამთავრობო სხდომაზე განაცხადა.
Posted by Drakula | 27 Jun 2011, 19:30 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ხორცის ფასების ზრდაში ევროკავშირს ნუ ადანაშაულებთ Business & Economics  Business & Economics 
ევროკომისიის დელეგაციის წევრმა საქართველოში, სოფლის მეურნეობის, რეგიონალური მეურნეობის განვითარებისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხების კურატორმა ჰუან ეჩანოვემ გაავრცელა სპეციალური მიმართვა სათაურით „ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: არ დაადანაშაულოთ ევროკავშირი!“
Posted by Drakula | 25 Jun 2011, 19:06 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 300 მილიონ დოლარს გამოუყოფს Business & Economics  Business & Economics 
აზიის განვითარებია ბანკმა საქართველოს 300 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი დაუმტკიცა. თანხა მდგრადი ურბანისტული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამების ფარგლებშია გამოყოფილი და დედაქალაქსა და საქართველოს სხვა მსხვილ ქალაქებში პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას მოხმარდება. პროექტების პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერი გიგი უგულავა და შეკრებილებს მიმართავს.
Posted by Drakula | 24 Jun 2011, 01:01 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ პირველ კვარტალში 5.8% შეადგინა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის („საქსტატის“) წინასწარი მონაცემებით, რომლებიც 20 ივნისს გამოქვეყნდა, 2011 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა.
Posted by Drakula | 22 Jun 2011, 20:54 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში ივლისში კომპიუტერების მწარმოებელი პირველი ქარხანა გაიხსნება Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში ივლისში კომპიუტერების მწარმოებელი პირველი ქარხანა გაიხსნება. ეს იქნება პირველი ასეთი საწარმო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.
Posted by Drakula | 21 Jun 2011, 20:39 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს მთავრობა ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმს ინარჩუნებს Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმს ინარჩუნებს. ორნიშნა ინფლაციის ფონზე მთავრობა აცხადებს, რომ 2012 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 5-6 პროცენტს არ გადააჭარბებს. ამის თაობაზე განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება მაისში გააკეთა.
Posted by Drakula | 18 Jun 2011, 21:21 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მარკ მალენი: საქართველოს სინგაპურიზაციის იდეა მცდარი და საშიშია Business & Economics  Business & Economics 
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება თავისთავად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის, ან საკუთრივ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აქტი არ არის. ამ პროცესის დაწყება ორ მიზანს ემსახურება: პირველი, საქართველოს იძულება, დაიწყოს აუცილებელი ინსტიტუტების შექმნა და მეორე, საქართველოს უნარისა და მოთმინების გამოცდა, იმისა, თუ რამდენად შეუძლია საქართველოს მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმება და შესრულება. საქართველო დაჩქარებული ქვეყანაა, როგორც მისი ლიდერები აცხადებენ, თუმცა, ჩვეულებრივ, ის, რაც სწრაფად შენდება, ასევე სწრაფად ინგრევა. ევროკავშირს სურს დარწმუნება იმაში, რომ ისინი, ვინც კლუბში შესვლაზე საუბრობენ, სერიოზული პარტნიორები არიან. თუ საქართველო ევროკავშირის ბაზარს შემოუერთდება, მათ შორის, სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების თვალსაზრისით, ეკონომიკური პრობლემები მისთვის უკვე აღარასდროს იქნება იმდენად სერიოზული, რომ ქვეყანას ეკზისტენციალური საფრთხე ემუქრებოდეს.
Posted by Drakula | 18 Jun 2011, 21:20 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian