ეკონომიკა: საქართველოს მთავრობა ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმს ინარჩუნებს | ![]() | Business & Economics | |
![]() ნიკა გილაურმა განცხადა, რომ უკვე მიმდინარე წლის სექტემბრისთვის ინფლაციის დონე 8% იქნება. თუმცა ამის შემდეგ რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდა, რომ მაისში ინფლაციის მაჩვენებელი, აპრილთან შედარებით, გაიზარდა და ბოლო წლებში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - 14.3%-ს მიაღწია. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მომავალ წელს ინფლაციის შემცირება 5-6 პროცენტამდე არარეალურია. როგორც რადიო „კომერსანტისთვის“ ილიას სახელობის უნივერსოტეტის დოქტორანტმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, მთავრობის ოპტიმიზმი ინფლაციის შემცირების თაობაზე გადაჭარბებულია. მისი თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთების არანაირი ეკონომიკური საფუძველი დღეს არ არსებობს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ინფლაცია ნამდვილად შემცირდება, მაგრამ მაქსიმალური შემცირება 9-11 პროცენტამდე მოხდება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2618.html
| |||
Posted by Drakula | 18 Jun 2011, 21:21 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.