aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ხორცის ფასების ზრდაში ევროკავშირს ნუ ადანაშაულებთ Business & Economics  Business & Economics 
ევროკომისიის დელეგაციის წევრმა საქართველოში, სოფლის მეურნეობის, რეგიონალური მეურნეობის განვითარებისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხების კურატორმა ჰუან ეჩანოვემ გაავრცელა სპეციალური მიმართვა სათაურით „ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: არ დაადანაშაულოთ ევროკავშირი!“



„ზოგიერთი ქართული მედია საშუალების, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებების თანახმად, ხორცის ფასების ზრდა გამოწვეულია ევროკავშირის მოთხოვნით რეგულაციების შეტანის თაობაზე, რომლებიც ეხება საქონლის დაკვლას მხოლოდ სასაკლაოებზე. აუცილებელია განსაკუთრებით აღინიშნოს ვიცე-პრემიერ-მინისტრის ბარამიძის განცხადება იმაზე, რომ ევროკომისიის ექსპერტთა მოთხოვნა იყო საქართველოში აღნიშნული პროცესის დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებამდე. ამ განცხადებებზე საპასუხოდ ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადო, რომ ქართული მხარის ბრალდებები უსაფუძვლოა. ევროკომისია ეთანხმება ექსპერტთა შეფასებებს საქართველოში ხორცის ფასების ზრდასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ამის მიზეზებია ინფლაცია, სახელმწიფოს მხრიდან მცირე ფერმერების დაბალი მხარდაჭერა, შეზღუდული რაოდენობა სასაკლაოებისა, სადაც საქონლის გაშვება შეიძლება ხორცსა და დამუშავებზე, სასაკლაოების მონოპოლისტური ხასიათი საქართველოში“, - ნათქვამია მიმართვაში.


ეჩანოვე ხაზს უსვამს, რომ „ევროკომისიას არასდროს უთხოვია ქართული მხარისთვის რეგულაციების დაუყოვნებლივი შემოღება, რომლებიც ბაზრებზე ხორცის შემოსვლას უზრუნველყოფს მხოლოდ სასაკლაოებიდან, და, მითუმეტეს, არ ყოფილა მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ეს რეგულაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების დასაწყისისთვის აუცილებელი წინაპირობა გამხდარიყო“.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2684.html
Posted by Drakula | 25 Jun 2011, 19:06 | News »
 

"ეკონომიკა: ხორცის ფასების ზრდაში ევროკავშირს ნუ ადანაშაულებთ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 09 June 2024
  • English Georgian