aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ჩინელები საქართველოში უძრავი ქონების მიმართ მაღალ ინტერესს გამოხატავენ Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით აქტიურად ინტერესდებიან ჩინეთის მოქალაქეები. ამის შესახებ აცხადებენ უძრავი ქონების სააგენტოში. მათი თქმით, ტენდენციას აქვს ზრდის ხასიათი და ჩინელთა განსაკუთრებული ინტერესის სფეროში თბილისი შედის. მოთხოვნა აღინიშნება როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართობებზე. განსაკუთრებულ ინტერესს ჩინელები მიწის მიმართ ავლენენ, რადგან იგი უძრავ ქონებაზე ბევრად უფრო იაფია.



როგორც სააგენტო „პრივატ სერვისის“ ბროკერი ეკა ვადაჭკორია აცხადებს, ჩინელთა ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ იზრდება, თუმცა მოცემულ ეტაოზე უფრო მეტად წარმოებს ბაზრის შესწავლა, ვიდრე რეალური ხელშეკრულებების გაფორმება. მაგრამ ბაზრის მიმართ ასეთი ინტერესი შეიძლება გაყიდვების ბუმის წინაპირობა გახდეს. ვადაჭკორია აღნიშნავს, რომ ჩინელებთან ერთად საქართველოს უძრავი ქონებით აქტიურად ინტერესდებიან ყაზახეთის მოქალაქეებიც.


უძრავი ქონების ევროპულ ბაზრებზე ჩინელები დღეისათვის ყველაზე მსხვილ და მრავალრიცხოვან კლიენტებად მიიჩნევიან. კომპანია IntermarkSavills-ის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ჩინელმა ინვესტორებმა მხოლოდ ლონდონში 7.3 მლნ ევროს ღირებულების უძრავი ქონება შეიძინეს. ანალიტიკოსთა მონაცემებით, ჩინეთის მოქალაქეები მასიურად შეისყიდიან უძრავ ქონებას ევროპის ქალაქებში. ჩინელებს იზიდავთ ევროპული ბაზრის სტაბილურობა, ხელსაყრელი სავალუტო კური, მოქნილი სამიგრაციო პოლიტიკა და საკუთრების უფლება. ამასთან ერთად, ევროპაში უძრავ ქონებაზე ბევრად უფრო მოსახერხებელი ფასებია, ვიდრე პეკინში, შანჰაისა და ჰონგკონგში, აღნიშნავენ გამოკვლევის ავტორები.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2720.html
Posted by Drakula | 30 Jun 2011, 21:17 | News »
 

"ეკონომიკა: ჩინელები საქართველოში უძრავი ქონების მიმართ მაღალ ინტერესს გამოხატავენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 1
Votes: 3


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 09 June 2024
  • English Georgian