aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 300 მილიონ დოლარს გამოუყოფს Business & Economics  Business & Economics 
აზიის განვითარებია ბანკმა საქართველოს 300 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი დაუმტკიცა. თანხა მდგრადი ურბანისტული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამების ფარგლებშია გამოყოფილი და დედაქალაქსა და საქართველოს სხვა მსხვილ ქალაქებში პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას მოხმარდება. პროექტების პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერი გიგი უგულავა და შეკრებილებს მიმართავს.



მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების არჩევა ქალაქის ტრანსპორტის განვითარების გეგმის შესაბამისად ხორციელდება, რომლის 2010-2011 წლებში შემუშავება აზიის განვითარების ბანკის გრანტით დაფინანსდა. გეგმის მიზანია ყველა იმ ფაქტორის გამოვლენა, რომლებიც არსებითად უშლის ხელს ტრანსპორტის განვითარებას და შესაბამისი სატრანსპორტო გადაწყვეტილებების შემუშავება.


თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში დღემდე 30-მდე პროექტი შემუშავდა, რომლებიც მიზნად ისახავს საგზაო ქსელისა და მოძრაობის მართვის გაუმჯობესებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობისათვის გაუმჯობესებული სერვისის შემოთავაზებას.


აზიის განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის აქტიური კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომლებიც საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ესენი გახლავთ გორგასლის გვირაბი, მეტროს სადგურ „უნივერსიტეტის“ დასრულება, თბილისი-რუსთავის ტრასის მოდერნიზაცია და საავტომობილო ხიდი მტკვარზე, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ძეგლის ტერიტორიას დიდუბესთან დააკავშირებს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2673.html
Posted by Drakula | 24 Jun 2011, 01:01 | News »
 

"ეკონომიკა: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 300 მილიონ დოლარს გამოუყოფს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 09 June 2024
  • English Georgian