| აშშ-ის ელჩი საქართველოში: ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს ბიძინა ივანიშვილის გარშემო | | Georgian News | |
აშშ-ის საელჩო საქართველოში ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს, რომლებიც პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის გარშემო ხდება, უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა, იუწყება “GHN“. ბიზნესმენთაბ დიპლომატების შეხვედრასთან დაკავშირებით ბასმა აღნიშნა, რომ ყველა საკითხი საქართველოს მთავრობასთან იქნება განხილული.
| |||
| Posted by Drakula | 21 Oct 2011, 19:47 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| უნიკალური აღმოჩენა მცხეთაში | | Georgian News | |
მცხეთის აკროპოლისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი ძეგლები აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ აქ ანტიკურ პერიოდში მეფეები ცხოვრობდნენ.
| |||
| Posted by Drakula | 21 Oct 2011, 19:47 | comments | კულტურა | Score: 0 | Read More... | |||
| საქართველოში საგანგებო სამსახურების სატელეფონო ნომრები იცვლება | | Georgian News | |
საქართველოში იცვლება შემდეგი საგანგებო სამსახურების სატელეფონო ნომრები: სასწრაფო დახმარება, სახანძრო ბრიგადა, გაზის საავარიო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია, დაცვის პოლიცია.
| |||
| Posted by Drakula | 21 Oct 2011, 19:46 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს ახალ მთავრობაში ვანო მერაბიშვილისთვის ადგილი არ არის | | Georgian News | |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის ვანო მერაბიშვილის მუშაობის პოზიტიური შეფასების მიუხედავად, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ახალ მთავრობაში, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ იქნება, მერაბიშვილისთვის ადგილი არ არის, იტყობინება “GHN“.
| |||
| Posted by Drakula | 21 Oct 2011, 19:43 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| რობერტ სტურუა: საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებები იოსებ სტალინის ქმედებებს მოგვაგონებს | | Georgian News | |
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქმედებები საქართველოს სხვა შვილის - იოსებ სტალინის ქმედებებს მოგვაგონებს, მიაჩნია ცნობილ ქართველ რეჟისორს რობერტ სტურუას, იტყობინება “GHN“. „მე ვცხოვრობ საქართველოში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტის ხელშია კონცენტრირებული სრული გავლენა ხელოვნებაზე, განათლებასა და მედიაზე. ეს მოგვაგონებს საქართველოს სხვა შვილის - იოსებ სტალინის მეთოდებს და ისევე, როგორც მის დროს, გარე სამყაროს უჩვენებენ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის მოჩვენებით ხილვადობას“, - წერს სტურუა The Guardian-ში, გადმოსცემს InoСМИ.ru. როგორც სტურუა წერს, „საბჭოთა დროს მე ჩემს სპექტაკლებს ვიყენებდი, რათა წინააღმდეგობა გამეწია უსამართლობისთვის, ძალადობისა და ტირანიისთვის“.
| |||
| Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:46 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრად ზაზა გოროზია დაინიშნება | | Georgian News | |
საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრად ზაზა გოროზია დაინიშნება, იუწყება “GHN“. აქამდე ზაზა გოროზიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა.
| |||
| Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:45 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| „გრინბერგ ქუინლან როზნერი“ - საქართველოს მოსახლეობის 78% პრეზიდენტ სააკაშვილის მუშაობით კმაყოფილია | | Georgian News | |
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „გრინბერგ ქუინლან როზნერის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა მიზნად ისახავდა მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლას ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკის მისამართით. გამოკვლევა სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. სულ 1 400-ზე მეტი მოქალაქე გამოკითხეს.
| |||
| Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:45 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| გაიაშვილი: „თბილისის აეროპორტი ახალი ლაინერების მოთხოვნებს არ შეესაბამება“ | | Georgian News | |
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა ახალი ტიპის ლაინერების მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამის შესახებ აცხადებს ავიაკომპანია „აირზენას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი.
| |||
| Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:44 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
| სააკაშვილი: პუტინი თავის დაპირებებს არასდროს ასრულებს, სამაგიეროდ მუქარებს - ასრულებს | | Georgian News | |
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონფლიქტებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში ოფიციალური თბილისის მხრიდან რაიმე სამხედრო ქმედებებს გამორიცხავს, ვინაიდან „ჩვენ გიჟები არა ვართ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ გიჟები“. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „Ceska televize 24“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
| |||
| Posted by Drakula | 19 Oct 2011, 18:19 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| ივანიშვილი: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული | | Georgian News | |
საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამის შესახებ განაცხადა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა სააგენტო „რეიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომლის მორიგი ფრაგმენტი დღეს, 19 ოქტომბერს, გამოქვეყნდა.
| |||
| Posted by Drakula | 19 Oct 2011, 18:19 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
