არეშიძე: ერთხელაც, შესაძლოა, საქართველოს ნატოში შესვლა რუსეთისთვის გამაღიზიანებელი არ იქნება | Georgian News | ||
კავკასიის საკითხების ექსპერტის მამუკა არეშიძის აზრით, „დასავლელი პოლიტიკოსები მუშაობენ იმაზე, რომ დაარწმუნონ რუსეთი, რომ ნატო მისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და შესაძლოა ერთ მშვენიერ დღესაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება მისთვის გამაღაზიანებელი არ აღმოჩნდება“. ამის შესახებ არეშიძემ განუცხადა „პირველს“ ოპოზიციური მაგნატის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრების შეფასების მსვლელობაში, რომელსაც ნატოსა და რუსეთის დაახლოების იმედი აქვს. | |||
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:11 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში უნიკალური ფრესკა აღმოაჩინეს | Georgian News | ||
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში ბერებმა უნიკალური ფრესკა აღმოაჩინეს. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ქვაზეა შესრულებული. ფრესკა, რომელზეც ასახულია ღვთისმშობელი და მის წინ დაჩოქილი ადამიანი, შეთეთრებული გახლდათ. | |||
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:10 | comments | კულტურა | Score: 0 | Read More... | |||
პრეს-სამსახური: ბიძინა ივანიშვილის ახლობლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ | Georgian News | ||
ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბიზნესმენის ახლობლებზე ზეწოლის რამდენიმე ფაქტია ჩამოთვლილი, იუწყება “GHN“. „ვიუწყებით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მომხრეებსა და მათ ახლობლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტების შესახებ. | |||
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:09 | comments | პოლიტიკა | Score: 1 | Read More... | |||
აშშ-ის ელჩი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნების ციკლი ლეგიტიმური და დემოკრატიული იყოს | Georgian News | ||
აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის, რომ საქართველოში მომავალი არჩევნების ციკლი ლეგიტიმური და დემოკრატიული იყოს, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეკა კვესიტაძის გადაცემის ეთერში განაცხადა. | |||
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:08 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
საქართველოს ლეიბორისტები და კრემლი აშშ-სა და ნატოს კადაფის სიკვდილისთვის აკრიტიკებენ | Georgian News | ||
ქართველმა ლეიბორისტებმა აშშ და ნატო მუამარ კადაფის სიკვდილისთვის გააკრიტიკეს და მომხდარს „სირცხვილი“ უწოდეს. „აშშ-ისა და ნატოს საგარეო პოლიტიკის ისტორიაში კიდევ ერთი სამარცხვინო გვერდი ჩაიწერა. მათ სინდისზეა მუამარ კადაფის ლიკვიდაცია ბარბაროსული მეთოდებით, ისევე როგორც მისი ოჯახისა, მათ შორის ბავშვებისა. ეს სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზებული მკვლელობა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების უგულებელყოფა“, - ნათქვამია საქართველოს ლეიბორისტული პარტიის განცხადებაში. | |||
Posted by Drakula | 22 Oct 2011, 21:08 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
საქართველოში წლის ყველაზე პოპულარული სახელებია მარიამი და ნიკოლოზი | Georgian News | ||
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, წლის ყველაზე პოპულარული სახელებია მარიამი და ნიკოლოზი. მაგრამ წლების განმავლობაში იმ სახელებს შორის, რომლებსაც ბავშვებს არქმევენ, პირველობას გიორგი და ნინო იკავებდნენ. | |||
Posted by Drakula | 22 Oct 2011, 21:08 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
გაბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ბევრი შეუსაბამობაა | Georgian News | ||
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი გაბაშვილს მიაჩნია, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუში ბევრი შეუსაბამობაა. როგორც გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან იგი „ძალიან ქაოსურია“ და მასში ბევრი შეუსაბამობაა. | |||
Posted by Drakula | 22 Oct 2011, 21:07 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
ქართული ხელნაწერები იუნესკოს რეესტრში შევიდა | Georgian News | ||
საქართველოს სასულიერო კულტურის ძეგლების შვიდი ახალი დოკუმენტური კოლექცია შევიდა იუნესკოს რეესტრში „მსოფლიო მეხსიერება“. ამის შესახებ გუშინ, 20 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს. | |||
Posted by Drakula | 21 Oct 2011, 20:21 | comments | კულტურა | Score: 0 | Read More... | |||
2008 წლის აგვისტოში ბუში პუტინს საქართველოდან წასვლას ურჩევდა | Georgian News | ||
რუსულენოვანმა მკითხველებმა შესაძლებლობა მიიღეს, გაეცნონ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მოგონებებს - გამოვიდა რუსულ ენაზე ნათარგმნი ბუშის წიგნი „საკვანძო გადაწყვეტილებები“. მემუარებში აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს. | |||
Posted by Drakula | 21 Oct 2011, 19:52 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
„სანტესა“ და „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ არაჟანი სულაც არ აღმოჩნდა არაჟანი | Georgian News | ||
სტრატეგიული გამოკვლევებისა და განვითარების ცენტრმა, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროექტს ახორციელებს, გაავრცელა ინფორმაცია იმაზე, რომ არაჟანი, რომელსაც „სანტინო“ და „სოფლის სახლი“ უშვებენ, ნამდვილი არ არის, რაც ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა დაადასტურა. | |||
Posted by Drakula | 21 Oct 2011, 19:50 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||