 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| საქართველომ რუსეთს მსო-ში ყველაფერი დაუთმო, რაც შეეძლო | | Georgian News |
ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი გამხდარიყო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს, 31 ოქტომბერს, ბრიფინგზე. გასული კვირის ბოლოს ქართულმა სსს-მ განაცხადა, რომ საქართველო შვეიცარული მხარის კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდა, რომელიც შვეიცარიამ, როგორც მედიატორმა ქვეყანამ, რუსეთსა და საქართველოს მსო-სთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე შესთავაზა. კალანდაძემ შეთანხმების დეტალების კონკრეტიზაციისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და მიშლინ კალმი-რეის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
|
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 23:50 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| მსო: ბურთი რუსეთის მხარესაა | | Georgian News |
რუსეთის მსო-ში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად ბურთი რუსეთის მხარესაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა რუსეთის მიერ ორგანიზაციაში გაწევრიანების ვარიანტის თაობაზე, რომელიც შვეიცარიულმა მხარემ შემოთავაზა.
|
Posted by Drakula | 29 Oct 2011, 00:59 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ჟან-კლოდ მინიონი: „ახალგორმა ბერლინის კედელი გამახსენა“ | | Georgian News |
PACE-ში საფრანგეთის დეპუტაციის ლიდერს ახალგორმა ბერლინის კედელი გაახსენა. ამის შესახებ ჟან-კლოდ მინიონმა საქართველოში ვიზიტის უკანასკნელ დღეს განაცხადა. მისი თქმით, როდესაც თავად დაინახა საოკუპაციო ხაზი თბილისის მახლობლად ოძისის სოფელში, მან ის წლები გაიხსენა, როდესაც ჯარში მსახურობის დროს ბერლინში გარკვეული პერიოდი გაატარა და ორ ნაწილად დაყოფილ გერმანულ ქალაქს ხედავდა. მომავალი წლიდან, მინიონი ოფიციალურად დაიკავებს PACE-ის პრეზიდენტის თანამდებობას.
|
Posted by Drakula | 29 Oct 2011, 00:53 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| აპატურაი: საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია | | Georgian News |
ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ დღეს, 27 ოქტომბერს, განაცხადა, რომ „საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს საიმედო პარტნიორია“. ეს განცხადება მან დღეს გახსნილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე გააკეთა.
|
Posted by Drakula | 27 Oct 2011, 22:52 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|