 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ივანიშვილი: ჩემგან სასწაულებს არ ელოდოთ | | Georgian News |
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმს მორიგი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ნინო ჟუჟულაშვილს. ინტერვიუს დროს ბიზნესმენმა ხალხს მიმართა და თქვა, რომ მისგან სასწაულებს არ უნდა ელოდონ. ივანიშვილმა კომენტარი გაუკეთა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს და აღნიშნა, რომ მთავრობამ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო.
|
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 23:54 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტის გამო კინაღამ იჩხუბეს | | Georgian News |
დღეს, 25 ოქტომბერს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა კინაღამ იჩხუბეს 2012 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, იუწყება “GHN“. კერძოდ, ქრისტიან-დემოკრატებმა ბიუჯეტს ანტისახალხო უწოდეს და რომ მთავრობამ პროექტი პარლამენტიდან უკან მოიხმო. თავის მხრივ, ფინანსურ-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დეპუტატებს ურჩია, პარლამენტში მოსვლამდე ბიუჯეტის განხილვის პროცედურას გაეცნონ. მან მიუთითა, რომ პარლამენტიდან ბიუჯეტის პროექტი უკან არავის მოუხმია.
|
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 23:19 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ანტიკორუფციული სისტემის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა | | Georgian News |
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამართა გამოკვლევის პრეზენტაცია, რომელიც „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებას“ უკავშირდება. როგორც ანგარიშის ავტორმა - ორგანიზაციის უფროსმა ანალიტიკოსმა ერეკლე ურუშაძემ განაცხადა, გამოკვლევის ფარგლებში იმ 12 მთავარი ინსტიტუტის ძალის ანალიზი განახორციელეს, რომლებსაც კეთილსინდისიერი მართვისა და კორუფციის აღკვეთის დამყარებაში საკვანძო როლი აკისრიათ. 100-ქულიანი სკალის მიხედვით ინსტიტუტები თავიანთი ძალის მიხედვით შემდეგნაირადაა განაწილებული: 1-ლი ადგილი - აღმასრულებელი ტოტი (69.4 ქულა); მე-2 - სამართალდამცავი უწყებები (68.1 ქულა); მე-3 - სახალხო დამცველის აპარატი (63.9); მე-4 - კონტროლის პალატა (62.8); მე-5 - პარლამენტი (54.2); მე-6 - ბიზნესი (50.7); მე-7 - საჯარო სამსახური (50); მე-8 - პოლიტიკური პარტიები (47.9); მე-9 - საამომრჩევლო ადმინისტრაცია (47.2); მე-10 - მედია (45.8); მე-11 - სასამართლო (43.8); მე-12 - სამოქალაქო საზოგადოებრიობა (40.3 ქულა). გამოკვლევის ასეთი შედეგების გათვალისწინებით ორგანიზაციამ რამდენიმე დასკვნა გააკეთა.
|
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 23:17 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|