| საქართველოს სსს-ს მოსკოვთან მსო-ს თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტი „ძალიან მნიშვნელოვნად" მიაჩნია | | Georgian News | |
ქართული მხარე რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (მსო) შემოერთების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას „ძალიან მნიშვნელოვანს“ უწოდებს, განაცხადა ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მან დაადასტურა, რომ გუშინ ჟენევაში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელი მოეწერა დოკუმენტთა პაკეტს საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის შესახებ.
| |||
| Posted by Drakula | 10 Nov 2011, 18:56 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| ცაგარეიშვილი: მომავალ საქართველოში სააკაშვილისთვის ადგილი არ არის | | Georgian News | |
ფრაქციის „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარეს გია ცაგარეიშვილს მიაჩნია, რომ მომავალ საქართველოში სააკაშვილისთვის ადგილი არ იქნება. ასეთი კომენტარი გაუკეთა მან საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლონური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მისთვის ინტერესს აღარ წარმოადგენს.
| |||
| Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:26 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| „ბილაინი“ საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტს ტესტავს | | Georgian News | |
კომპანია „მობიტელმა“, რომელიც საქართველოში „ბილაინის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ მუშაობს, საქართველოში პირველად წარმოადგინა მე-4 თაობის ინტერნეტი (4G), რომელიც LTE (Long term Evaluation) ტექნოლოგიის ბაზაზე ფუნქციონირებს.
კომპანიის სათაო თბილისის ოფისის ინფორმაციით, პრეზენტაცია კურორტ ბაკურიანში ინოვაციური ტექნოლოგიუების სპეციალურად მომზადებულ სადემონსტრაციო ზონაში შედგა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მე-4 თაობის ინტერნეტის (4G) ტესტირება განხორციელდება.
| |||
| Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:24 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... | |||
| ზურაბ აბაშიძე: საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება სერიოზული მოვლენაა | | Georgian News | |
საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება სერიოზული მოვლენაა, - აცხადებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ზურაბ აბაშიძე. მისი თქმით, თბილისში უმაღლესი ფორმატის სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომლის მერეც ადგილი ექნება ნატოს მინისტერიალსა და სამიტს.
| |||
| Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:20 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| საქართველოს პრეზიდენტი: ვლადიმირ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს | | Georgian News | |
რუსეთს არა აქვს საკმარისი რესურსი და ფართო ინტელექტუალური ფენა იმისათვის, რომ გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ამჟამად საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს, მიაჩნია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იტყობინება „GHN“. როგორც პრეზიდენტმა პოლონურ ბიურო EurActiv-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რუსეთი ზეწოლას ახდენს უკრაინასა და საქართველოზე, მოლდოვაზე ზეწოლა კი ოდნავ შემცირდა.
| |||
| Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:19 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| დარჩიაშვილი: ყველა ეთნიკური ქართველი პოლიტიკურად ქართველი არ არის | | Georgian News | |
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით დარჩიაშვილს „მრავალი ეთნიკური ქართველი პოლიტიკურად ქართველი“ არ მიაჩნია. ამის შესახებ დარჩიაშვილმა გუშინ, 8 ნოემბერს, დიასპორებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტის განხილვის მსვლელობაში ფრაქციის „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ მდივანი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, რატომ არის ასე გართულებული ეთნიკური ქართველებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა და რატომ არ შეუძლია საქართველოს ისრაელის მაგალითის გადმოღება.
| |||
| Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:19 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ევროკავშირში წევრობისთვის უკეთესი კანდიდატი უნდა გახდეს | | Georgian News | |
საქართველო ევროკავშირში წვრობისთვის უკეთესი კანდიდატი უნდა გახდეს, მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იტყობინება “GHN“.
| |||
| Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:18 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| პეტრე ცისკარიშვილი: ქართული ოპოზიცია 90-იან წლებში ჩარჩა | | Georgian News | |
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პეტრე ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ ქართული ოპოზიცია, თავისი შეხედულებებით, 90-იან წლებში ჩარჩა და მათ რუსი აგენტები და ჯაშუშები ელანდებიან, იუწყება “GHN“. კერძოდ, ცისკარიშვილმა პარლამენტის სხდომაზე პარალელი გაავლო ბიძინა ივანიშვილსა და კახა ბენდუქიძეს შორის. ეს მოხდა მას მერე, რაც „ქართული დასის“ ლიდერმა აჩვენა ბენდუქიძის ფოტოები ვლადიმირ პუნტინთან და სერგეი ლავროვთან.
| |||
| Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:17 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| ბაღათურია: პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „ჩამორჩა“ | | Georgian News | |
ოპოზიციურ დეპუტატს ჯონდი ბაღათურიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „ჩამორჩა“.
| |||
| Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:14 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| უსუფაშვილი: „პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრა პოლიტიკურ ალიანსს არ ნიშნავს“ | | Georgian News | |
„პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრა პოლიტიკურ ალიანსს არ ნიშნავს“. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, როდესაც ბიძინა ივანიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე კომენტარს აკეთებდა. მისი თქმით, რესპუბლიკელებს ბიზნესმენისა და პარლამენტის ყოფილი სპიკერის შესაძლო თანამშრომლობაზე არაფერი სმენიათ.
| |||
| Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:13 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
