| საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ქართული ბანკების კლიენტთა კონფიდენციალური ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი | | Georgian News | |
ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო შესწორებები კანონში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკი შეძლებს ნებისმიერი, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებას „საქვეკონტროლო პირებისაგან“.
| |||
| Posted by Drakula | 14 Oct 2011, 23:32 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
| საქართველოში პირველი ელექტრომობილები გამოჩნდა | | Georgian News | |
პირველი სამი ელექტრომობილი, რომლებიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაციამ შეიძინა, ისტორიულ ქალაქ მცხეთაში გამოჩნდა, იტყობინება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
| |||
| Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:47 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| 2013 წლის ბოლომდე საქართველოში 150 სამედიცინო ობიექტი აშენდება | | Georgian News | |
2013 წლის ბოლომდე საქართველოში 150 ახალი სამედიცინო ობიექტი გაიხსნება. ამის შესახებ გუშინ, 12 ოქტომბერს, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ განაცხადა.
| |||
| Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:45 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| ფრენკ ბოლანდი: ნატო ღირსეულად აფასებს საქართველოს წვლილს ავღანეთში | | Georgian News | |
ნატო ღირსეულად აფასებს საქართველოს წვლილს ავღანეთში, განუცხადა ჟურნალისტებს ალიანსის თასვდაცვითი პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორატის უფროსმა ფრენს ბოლანდმა ავღანეთში 31-ე ბატალიონის გაცილების ცერემონიაზე.
| |||
| Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:44 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| თარგამაძე ურჩევს ივანიშვილს, თავი შეიკავოს პატარკაციშვილის ხსენებისაგან ნებისმიერ კონტექსტში | | Georgian News | |
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე ურჩევს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, თავი შეიკავოს ბადრი პატარკაციშვილის ხსენებისაგან ნებისმიერ კონტექსტში. როგორც თარგამაძე ირწმუნება, „ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ განადგურებასა და ტელეარხ „იმედის“ „ჩაძირვაში“ მიხეილ სააკაშვილს სწორედ ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა და აძლიერებდა მას ფინანსურად პატარკაციშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით“.
| |||
| Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:43 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| ალასანია აპირებს „კაცურად და საქმიანად“ დაელაპარაკოს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს | | Georgian News | |
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აპირებს „კაცურად და საქმიანად“ დაელაპარაკოს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს.
| |||
| Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:43 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს: მიშა - გადადექი! | | Georgian News | |
მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა, იუწყება “GHN“. „მიშა, შენ ის მიშა ხარ, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისას აღმაშენებლის საფლავზე ფიცი დადე და მიუთითე საქართველოს, თუ რისი შექმნა გსურდა, მაგრამ გავიდა და დრო და აღმაშენებლის ნაცვლად ბრეჟნევს დაემსგავსე, ბრეჟნევის ეპოქას მიუახლოვდი.
| |||
| Posted by Drakula | 12 Oct 2011, 19:09 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| პავლე ყუბლაშვილი: პუტინის ფული საქართველოში პოლიტიკის კეთებას ვერასდროს შეძლებს | | Georgian News | |
პოლიტიკური პარტიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გაიზარდოს, მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს პავლე ყუბლაშვილს, იუწყება “GHN“. „ვფიქრობ, რომ საქართველოში არასდროს გაკეთდება პოლიტიკა პუტინის მიერ ნასესხები ან მიცემული ფულით. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ და ყველა ძალ-ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა რუსული ფულისაგან დავიცვათ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერისთვის. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძლიერი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები ფინანსირდება და ეს დაფინანსება უნდა გაიზარდოს. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და არ უნდა იყოს მიბმული რუსულ კაპიტალთან“, - თქვა დეპუტატმა.
| |||
| Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:24 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| კალიფორნიაში იარაღის საჯაროდ ტარება აკრძალეს | | Georgian News | |
კალიფორნიის ხელისუფლებამ შტატის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის საჯაროდ ტარება აკრძალა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
| |||
| Posted by consul | 11 Oct 2011, 19:23 | comments | Score: 0 | Read More... | |||
| ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა | | Georgian News | |
ქართველმა ათლეტმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, 33 წლის ვახტანგ გეგელიშვილმა იატაკიდან ორი ხელით მიზიდვების მიხედვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. როგორც ჟურნალისტებს ქართული სპორტული კლუბ „რეკორდის“ ხელმძღვანელმა, 27-გზის მსოფლიო რეკორდსმენმა შოთა კელდიშვილმა შეატყობინა, ვახტანგ გეგელიშვილმა ერთი წუთის განმავლობაში იატაკიდან 191 მიზიდვა შეასრულა.
| |||
| Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:18 | comments | სპორტი | Score: 0 | Read More... | |||
