| აშშ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარს უჭერს | | Georgian News | |
აშშ-ის დელეგაცია ნატოში მხარს უჭერს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, მითითებულია დელეგაციის ხელმძღვანელის მაიკლ ტერნერის განცხადებაში, იტყობინება “GHN“. მისი თქმით, წლების განმავლობაში საქართველომ თავისი მნიშვნელოვანი დახმარებით ერაყსა და ავღანეთში დაადასტურა, რომ წარმოადგენს მოკავშირეს, რომელიც ნდობას იმსახურებს.
| |||
| Posted by Drakula | 10 Oct 2011, 18:48 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| ილია II: ადამიანები, რომლებიც ეკლესიაზე ცილისწამებას ცდილობენ, უფლის მიერ დაისჯებიან | | Georgian News | |
ადამიანები, რომლებიც ეკლესიაზე ცილისწამებას ცდილობენ, უფლის მიერ დაისჯებიან, - განაცხადა ქადაგების დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.
| |||
| Posted by Drakula | 10 Oct 2011, 18:47 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| სააკაშვილი: საფრანგეთმა ნატოსა და ევროკავშირის გზაზე „გვიშვილა“ | | Georgian News | |
საფრანგეთმა ნატოსა და ევროკავშირის გზაზე, შეიძლება ითქვას, საქართველო „იშვილა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის პირდაპირ ეთერში, როდესაც თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა. „მე ვერ შევძლებდი იმაზე უკეთ სარკოზის განცხადების ტექსტის დაწერას, ვიდრე მან დღეს თბილისში თავისუფლების მოედანზე წარადგინა. ეს საქართველოსა და მისი ევროპული მისწრაფების უპირობო მხარდაჭერა იყო“, - ხაზი გაუსვა მან.
| |||
| Posted by Drakula | 08 Oct 2011, 19:30 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| გიგა ბოკერია: კარგია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში ისე გრძნობს თავს როგორც ევროპაში | | Georgian News | |
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მოხარულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში ისე გრძნობს თავს როგორც ევროპაში. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, სარკოზიმ ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა.
| |||
| Posted by Drakula | 08 Oct 2011, 19:27 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| გოგოლაშვილი: სარკოზის გამოსვლამ იმედები გაამართლა | | Georgian News | |
საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლას ქართველი პოლიტოლოგები აფასებენ. როგორც პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, სარკოზის გამოსვლაში კიდევ ერთხელ იქნა გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მისამართით.
| |||
| Posted by Drakula | 08 Oct 2011, 19:27 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| სარკოზი: რუსეთი საქართველოს პარტნიორი და მეგობარი უნდა იყოს | | Georgian News | |
რუსეთი საქართველოს პარტნიორი და მეგობარი უნდა იყოს და ნდობის აღსადგენად დაპირისპირების რიტორიკა უნდა შეწყდეს, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პარასკევს, 7 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას. საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით კავკასიის ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა
| |||
| Posted by Drakula | 08 Oct 2011, 19:26 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| სარკოზი: ჩვენ შევძელით ომის შეჩერება, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ჯერ კიდევ შორსაა | | Georgian News | |
საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობს მხარს უჭერს და ელოდება ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პარასკევს, 7 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედაზე საჯარო გამოსვლის მსვლელობაში ათობით ათასი შეკრებილის თანდასწრებით.
| |||
| Posted by Drakula | 08 Oct 2011, 19:25 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| წიკლაური ივანიშვილის განცხადებას „ამბიციური ადამიანის უნიჭო გაზეთის სტატიად“ მიიჩნევს | | Georgian News | |
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს ბიძინა ივანიშვილის განცხადება მიაჩნია „უნიჭო გაზეთის სტატიად ადამიანისა, რომელიც ავადმყოფური ამბიციებით არის შეპყრობილი“. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილი ის ადამიანია, რომელსაც სჯერა, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მათ შორის ქართული საზოგადოებისა.
| |||
| Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:27 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| ბიძინა ივანიშვილი რუსეთში თავის ბიზნესს ყიდის და რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს | | Georgian News | |
პოლიტიკაში მოსვლასთან ერთად ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საზოგადოებაში გაჩენილ ყველაზე შეკითხვას გასცეს პასუხი. „ჩემი კაპიტალის დაახლოებითი ნაწილი სხვადასხვა ბიზნესის სახით რუსეთში მდებარეობს. იმისათვის, რომ პოლიტიკაში ჩემს მოსვლასთან ერთად სხვადასხვა სახის შეკითხვები არ ჩნდებოდეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მე რუსეთში ჩემს ბიზნესს გავყიდი. ამავე მიზეზით რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ვამბობ და უახლოეს დღეებში რუსულ და ფრანგულ პასპორტებს ჩავაბარებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
| |||
| Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:25 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| კასპაროვი: პუტინები მოდიან და მიდიან, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები კი გრძელდება | | Georgian News | |
რუს ოპოზიციონერ გარი კასპაროვს მიაჩნია, რომ „პუტინები მოდიან და მიდიან, ხოლო საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გრძელდება“.
| |||
| Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:21 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
