| ამერიკელები საქართველოს შესახებ ფილმს გადაიღებენ | | Georgian News | |
ამერიკელი კინომატოგრაფისტები გადაიღებენ მრავალსერიულ დოკუმენტალურ ფილმს საქართველოს შესახებ სახელწოდებით ,,რთველი".
| |||
| Posted by consul | 01 Oct 2011, 20:19 | comments | კულტურა | Score: 0 | Read More... | |||
| სააკაშვილი: საქართველოს ევროკავშირში შესვლის საკითხი ქართული სახელმწიფოს გადარჩენის საკითხია | | Georgian News | |
ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის გადარჩენის საკითხია, განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. „ჩვენ არ შეგვიძლია ესოდენ რთულ რეგიონში მარტო დარჩენა, ჩვენ ერთიანი ევროპის ნაწილი უნდა გავხდეთ. ჩვენთვის ეს გადამწყვეტი საკითხია განვითარებასა და უსაფრთხოებაში“, - ხაზი გაუსვა მან და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, და არა დსთ-ში, რომელზეც მან მტკიცედ თქვა უარი.
| |||
| Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:18 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს | | Georgian News | |
დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის"- ,,მოძრაობა ევროპულ დემოკრატიულ საზოგადობისაკენ, კეთილდღეობა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება" პროგრამის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ნიკ კლიგმა აღნიშნა, რომ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნები იმსახურებენ და უნდა იქცნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებად.
| |||
| Posted by consul | 30 Sep 2011, 18:54 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| საქართველოში უცხოელი მოხალისე მასწავლებელთა მორიგი ნაკადი ჩამოვიდა | | Georgian News | |
სახელმწიფო პროგრამის ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოში" ფარგლებში ინგლისური ენის უცხოელი მასწავლებლები ისევ ჩამოდიან საქართველოში. დღეს თბილისში ჩამოვიდა მოხალისეთა ახალი ჯგუფი აშშ-დან, კანადიდან, ინგლისიდან, ირლანდიიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ჩეხეთიდან. ისინი გადანაწილებულნი იქნებიან ქვემო და შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარისა და კახეთის სკოლებში.
| |||
| Posted by consul | 30 Sep 2011, 18:52 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| თურქეთში 45 ქართველი არალეგალი დააკავეს | | Georgian News | |
პოლიცია იძიებს თურქეთში მოტყუებით ჩაყვანილი ქართველების საქმეს. თურქეთის პრესის ცნობით იზმირის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში დააკავეს 45 ქართველი, რომელთაგან 14 ქალია. ერთ-ერთ დაკავებულთაგანი 70 წლისაა.
| |||
| Posted by consul | 30 Sep 2011, 18:52 | comments | კრიმინალი | Score: 0 | Read More... | |||
| ცინცაძე: ქართველმა დიპლომატებმა ხელიდან გაუშვეს დრო | | Georgian News | |
ცნობილმა ქართველმა ექსპერტმა სოსო ცინცაძემ განაცხადა, რომ ქართველი დიპლომატები უფრო აქტიურად უნდა ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას.
| |||
| Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:51 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| წურწუმია: თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი სტანდარტებს არ შეესაბამება | | Georgian News | |
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება და ეს გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ვერ მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა პეტრე წურწუმიამ შეატყობინა.
| |||
| Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:49 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| ოთხი ადამიანისაგან შემდგარი ოჯახის საარსებო მინიმუმი 275 ლარამდე გაიზარდა | | Georgian News | |
2011 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ერთი ადამიანისაგან შემდგარი ოჯახის საარსებო მინიმუმმა 137.3 ლარი შეადგინა (შარშან - 118.6), ორი ადამიანისაგან შემდგარი ოჯახისა - 219.7 (199.6), სამი ადამიანისაგან შემდგარი ოჯახისა - 274.2 ლარი (213.6), ოთხი ადამიანისაგან შემდგარი ოჯახისა - 274.6 (237.3), ხუთი ადამიანისაგან შემდგარი ოჯახისა - 309.0 (280.7), ექვსი და მეტი ადამიანისაგან შემდგარი ოჯახისა - 365.3 ლარი (331.9).
| |||
| Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:48 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
| -ხიდაშელი: ელექტრომობილების პროექტი ჩავარდა ისევე, როგორც სააკაშვილის მრავალი პროექტი | | Georgian News | |
თბილისის საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელი პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძისაგან ელექტრომობილების „რევოლუციური პროექტის“ ჩავარდნის თაობაზე დეტალურ ახსნას მოითხოვს. როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, ბოლო ბრიფინგზე მანჯგალაძემ თქვა, რომ ქვეყანაში რამდენიმე ათასი ელექტრომობილის შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ მიუღია. საკრებულოს დეპუტატს მიაჩნია, რომ ამის თაობაზე პრეს-სპიკერის კომენტარი საზოგადოებრიობისათვის აშკარად არასაკმარისია.
| |||
| Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:47 | comments | პოლიტიკა | Score: 5 | Read More... | |||
| აშშ საქართველოს ავღანეთში კონტინგენტის გაზრდისთვის მადლობას უხდის | | Georgian News | |
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს ავღანეთში ჯარისკაცები 1,7 ათასამდე გაზრდის გამო მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ რუსეთის მედია აშშ- სახელმწიფო დეპარტანეტის უცნობ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს.
კლინტონი და ვაშაძე ერთმანეთში ნიუ-ორკში შეხვდნენ.
| |||
| Posted by consul | 27 Sep 2011, 19:55 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
