aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: -ხიდაშელი: ელექტრომობილების პროექტი ჩავარდა ისევე, როგორც სააკაშვილის მრავალი პროექტი Georgian News  Georgian News 
თბილისის საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელი პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძისაგან ელექტრომობილების „რევოლუციური პროექტის“ ჩავარდნის თაობაზე დეტალურ ახსნას მოითხოვს. როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, ბოლო ბრიფინგზე მანჯგალაძემ თქვა, რომ ქვეყანაში რამდენიმე ათასი ელექტრომობილის შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ მიუღია. საკრებულოს დეპუტატს მიაჩნია, რომ ამის თაობაზე პრეს-სპიკერის კომენტარი საზოგადოებრიობისათვის აშკარად არასაკმარისია.



„გასული წლის ბოლოს მექსიკაში საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკის მინისტრთან ვერა ქობალიასთან ერთად მთელ საქართველოს ამცნო, რომ მისმა მთავრობამ რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო. არსებობდა სამთავრობო ავტოპარკის ელექტრომობილებით შეცვლის, ავტობანებზე სპეციალური ბენზინგასამართი სადგურების შექმნის და ა. შ. კონკრეტული გეგმა. ვერა ქობალიამ 2011 წლის თებერვალშიც განახორციელა რამდენიმე ვიზიტი და თქვა, რომ „რენო-ნისანთან“ შეთანხმება იქნა მიღწეული და ელექტრომობილთა პირველი პარტია წლის ბოლომდე შემოვა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საზოგადოებრიობას სრული ინფორმაცია მიაწოდოს, რა მიზეზით ჩავარდა ეს „რევოლუციური პროექტი“, როგორი ხასიათის შეთანხმება გააფორმდა კომპანიებთან და რამდენი დაუჯდა ბიუჯეტს ვიზიტები ამ მიზნით. მხოლოდ მოკლე წინადადება - „გადაწყვეტილება არ მიღებულა“ - არ შეესაბამება სინამდვილეს და ამჟამინდელი საინფორმაციო სივრცის პირობებში ამის დამტკიცება სირთულეს არ წარმოადგენს“, - თქვა თინა ხიდაშელმა.


მისი თქმით, დღეს უკვე ნათელია, რომ ეს გეგმა, ისევე როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული მრავალი პროექტი, ჩავარდა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3504.html
Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:47 | News »
 

"პოლიტიკა: -ხიდაშელი: ელექტრომობილების პროექტი ჩავარდა ისევე, როგორც სააკაშვილის მრავალი პროექტი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 5
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 June 2024
  • English Georgian