aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ნინო კალანდაძე: ღონისძიება სამხრეთ ოსეთში არანაირად არ არის არჩევნები Georgian News  Georgian News 
ის, რაც სამხრეთ ოსეთში ხდება, არ შეიძლება განიხილებოდეს არჩევნების სახით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, იუწყება “GHN“. მისი თქმით, ეს არის ღონისძიება, რომელიც დაიგეგმა კრემლში, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ყველა შედეგებზეა პასუხისმგებელი.
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:11 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 Sunday Telegraph ბიძინა ივანიშვილის იდუმალი სასახლის შესახებ, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი Georgian News  Georgian News 
ბიძინა ივანიშვილის ფოლადისა და შუშის სასახლე, რომელიც თბილისში მდებარეობს, მის მფლობელს 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა და იგი იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ ააშენა, იტყობინება “GHN“. გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა Sunday Telegraph-ისა და სხვა უცხოური გამოცემების ჟურნალისტები თავის სასახლეში დაპატიჟა და გააცნო მათ სახლი, რომელშიც ცხოვრობს, ოჯახი და ის საკითხები, რომელთა გამოც იძულებული იყო, პოლიტიკაში მოსულიყო.
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:11 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 ილია II: დიდი საქმეები სიმშვიდეში კეთდება Georgian News  Georgian News 
სიმშვიდე ადამიანის სრულყოფას უწყობს ხელს, - განაცხადა გუშინ, 27 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს.
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:05 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 რუსეთის სსს: საქართველომ გაფრთხილების გარეშე საზღვარი დახურა Georgian News  Georgian News 
12 ნოემბრიდან ქართულმა ხელისუფლებებმა ოფიციალური შეტყობინების გარეშე შეზღუდვები შემოიღეს იმ ავტოტრანსპორტის გაშვებაზე, რომელიც ერთობლივ საზღვარზე განლაგებულ გამშვებ პუნქტ ზემო ლარსი-ყაზბეგით რუსეთიდან საქართველოში მიემართებოდა, აცხადებენ რუსეთს სსს-ში, იტყობინება “GHN“. „შედეგად საზღვრის რუსული მხრიდან თავი მოიყარა ათობით სატვირთო მანქანამ და სხვა სატრანსპორტო საშუალებამ. მძღოლები და მგზავრები უკიდურესად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ზამთრის პერიოდში ისინი იძულებულები არიან, არსობრივად, საველე პირობებში იცხოვრონ. იგრძნობა სურსათისა და წყლის უკმარისობა, გართულებულია წვდომა კავშირგაბმულობის საშუალებებთან. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლებები ადამიანებისათვის დახმარების გაწევის შესაძლო ზომებს მიმართავენ“, - ნათქვამია რუსეთის სსს-ს განცხადებაში.
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:05 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ჩახვაძე: სანამ საქართველო არ შეცვლის შრომის ქოდექსს, ევროკავშირის კარი მისთვის დახურულიიქნება Georgian News  Georgian News 
სანამ საქართველო არ შეცვლის შრომის ქოდექსს, ევროკავშირის კარი მისთვის დახურული იქნება. ამის შესახებ პოლიტიკურ დებატებზე გუშინ, 25 ნოემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა.
Posted by Drakula | 26 Nov 2011, 19:29 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 გაბაშვილი:საქართველოს რუსულ ემბარგოსთან დაკავშირებით ილუზიები არ უნდა ჰქონდეს Georgian News  Georgian News 
საპარლამენტო უმრაველოსობის განცხადება  ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების და რუსეთთან ურთიერთობის რეგულირების შესახებ ოპოზიციის გარკვეულ "პაროლად" მიიჩნევა. ამის შესახებ დღეს, საქართველოს პარლამენტში გამართულ დებატებზე უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგა გაბაშვილმა განაცხადა.
Posted by consul | 26 Nov 2011, 19:29 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 თვის ბოლომდე, საქართველოში ცივი და არასტაბილური ამინდები შენარჩუნდება Georgian News  Georgian News 
საქართველოში, თვის ბოლომდე ცუდი და არასტაბილური ამინდები იქნება. როგორც «IPN–ს»  გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, გასული ღამიდან დაწყებული თოვა საქართველოს უმეტეს რეგიონებში დღის მეორე ნახევრიდან შეწყდება.
Posted by consul | 25 Nov 2011, 20:07 | comments | გარემო | Score: 0 | Read More...
 
 ვეფხვაძემ მთავრობის გეგმა თვითმფრინავიდან ჩამოგდებულ „სნიკერსებს“ შეადარა Georgian News  Georgian News 
პარლამენტის დეპუტატს ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ მთავრობის ათპუნქტიანი გეგმა თვითმფრინავიდან ხალხისთვის ჩამოგდებულ „სნიკერესებს“ ჰგავს.
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:06 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისი თბილისში, „როსტომ მეფის სასახლეში“ გაიხსნება Georgian News  Georgian News 
ოფისი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისა“, რომლის ხელმძღვანელობასაც ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, უახლოეს დღეებში თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაში - „როსტომ მეფის სასახლეში“ გაიხსნება, იტყობინება ინტერნეტ-ტელევიზია „პალიტრა ტვ“. „ქართული ოცნება“ - ეს არის მოძრაობა, რომელსაც განსაკუთრებული მიზანი აქვს - საზოგადოების კონსოლიდაცია, გაერთიანება თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. ამიტომ მოძრაობა აქცენტს არ გააკეთებს ცნობილ სახეებზე, თუმცა მოძრაობისთვის მხარდაჭერის გამოხატვა ყველას შეუძლია“, - განაცხადა ივანიშვილის ერთ-ერთმა მრჩეველმა ირაკლი სესიაშვილმა.
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:03 | comments | პოლიტიკა | Score: 5 | Read More...
 
 UNICEF: საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა Georgian News  Georgian News 
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, ბავშვების ერთ მეოთხედზე მეტი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს. გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გუშინ, 24 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში მოაწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში, ომბუდსმენი გიორგი ტუღუში და დეპუტატები.
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:02 | comments | საზოგადოება | Score: 5 | Read More...
 

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 April 2024
  • English Georgian