aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისი თბილისში, „როსტომ მეფის სასახლეში“ გაიხსნება Georgian News  Georgian News 
ოფისი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისა“, რომლის ხელმძღვანელობასაც ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, უახლოეს დღეებში თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაში - „როსტომ მეფის სასახლეში“ გაიხსნება, იტყობინება ინტერნეტ-ტელევიზია „პალიტრა ტვ“. „ქართული ოცნება“ - ეს არის მოძრაობა, რომელსაც განსაკუთრებული მიზანი აქვს - საზოგადოების კონსოლიდაცია, გაერთიანება თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. ამიტომ მოძრაობა აქცენტს არ გააკეთებს ცნობილ სახეებზე, თუმცა მოძრაობისთვის მხარდაჭერის გამოხატვა ყველას შეუძლია“, - განაცხადა ივანიშვილის ერთ-ერთმა მრჩეველმა ირაკლი სესიაშვილმა.



ნავარაუდევია, რომ ახალ მოძრაობაში შევა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ქვრივი ნინო ქადაგიძე. თავად ქადაგიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. „ამის თაობაზე საუბარი მიმდინარეობს და მე ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა“, - განაცხადა ქადაგიძემ.


ამ დღეებში ივანიშვილის პრეს-სეკრეტარიატმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია, რომელიც 25 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო. მიზეზად დასახელდა სპორტის სასახლისა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ხელმძღვანელობის მხრიდან უარის თქმა ადგილის გამოყოფააზე პრეზენტაციის ჩატარების მიზნით.


ამასთან, შემოთავაზებული იყო თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი, მაგრამ ამ დღეს მანდ დაგეგმილია ღონისძიება და სივრცე შეზღუდულია.


ბიზნესმენის ადვოკატმა ეკა ბესელიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლებებს „ქართული ოცნების“ შიში აქვთ.


„მასშტაბურობის თვალსაზრისით, სპორტის სასახლის გამოყოფა მოძრაობის პრეზენტაციისთვის ხელისუფლებების მიერ აღქმულ იქნა, როგორც საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი საკმაოდ სერიოზული ძალის დემონსტრაცია, რისი ეშინია კიდეც ხელისუფლებას. ამიტომ პრეზენტაციის ჩატარების დრო დღემდე უცნობია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ მოძრაობა დაფუძნდეს“, - განაცხადა ბესელიამ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3993.html
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:03 | News »
 

"პოლიტიკა: მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისი თბილისში, „როსტომ მეფის სასახლეში“ გაიხსნება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 5
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian