aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ვეფხვაძემ მთავრობის გეგმა თვითმფრინავიდან ჩამოგდებულ „სნიკერსებს“ შეადარა Georgian News  Georgian News 
პარლამენტის დეპუტატს ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ მთავრობის ათპუნქტიანი გეგმა თვითმფრინავიდან ხალხისთვის ჩამოგდებულ „სნიკერესებს“ ჰგავს.



როგორც მან დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტში გამართულ პოლიტიკურ დებატებზე განაცხადა, ეს მოკლევადიანი გეგმაა, რომლითაც არ ჩანს, როგორ აისახება ეკონომიკასა და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრაზე მისი შესრულება. ვეფხვაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გეგმა სჭირდება.


„ზოგჯერ რაღაც მოგივათ თავში და თვითმფრინავიდან „სნიკერსების“ ჩამოგდებას იწყებ. მაგრამ ადამიანი მიირთმევს თქვენს „სნიკერსს“, ნახევარ საათში კი კვლავ მოუნდება ჭამა. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილ გეგმაში ოთხი ძირითადი პრინციპი არ არის, რომლებიც წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისთვის არის აუცილებელი. პირველი - ესაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მეორე - ეკონომიკის სტიმულირება ტარიფების შემცირებით, მესამე - მონოპოლიის ალაგმვა და ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა და მეოთხე - სახელმწიფოს აქტიური ჩარევა შრომის ბაზარში. ამ პრინციპების იგნორირებით ჩვენ გაღარიბებულ მოსახლეობას ვიღებთ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3996.html
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:06 | News »
 

"პოლიტიკა: ვეფხვაძემ მთავრობის გეგმა თვითმფრინავიდან ჩამოგდებულ „სნიკერსებს“ შეადარა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian