aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: რუსეთის სსს: საქართველომ გაფრთხილების გარეშე საზღვარი დახურა Georgian News  Georgian News 
12 ნოემბრიდან ქართულმა ხელისუფლებებმა ოფიციალური შეტყობინების გარეშე შეზღუდვები შემოიღეს იმ ავტოტრანსპორტის გაშვებაზე, რომელიც ერთობლივ საზღვარზე განლაგებულ გამშვებ პუნქტ ზემო ლარსი-ყაზბეგით რუსეთიდან საქართველოში მიემართებოდა, აცხადებენ რუსეთს სსს-ში, იტყობინება “GHN“. „შედეგად საზღვრის რუსული მხრიდან თავი მოიყარა ათობით სატვირთო მანქანამ და სხვა სატრანსპორტო საშუალებამ. მძღოლები და მგზავრები უკიდურესად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ზამთრის პერიოდში ისინი იძულებულები არიან, არსობრივად, საველე პირობებში იცხოვრონ. იგრძნობა სურსათისა და წყლის უკმარისობა, გართულებულია წვდომა კავშირგაბმულობის საშუალებებთან. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლებები ადამიანებისათვის დახმარების გაწევის შესაძლო ზომებს მიმართავენ“, - ნათქვამია რუსეთის სსს-ს განცხადებაში.



უწყება აღნიშნავს, რომ „ავტოტრანსპორტის ძირითადი ნაკადის არგაშვებით, ქართული მოსაზღვრეები, ჩვენთვის უცნობ საფუძველზე, ცალკეული სატვირთო მანქანებისთვის გამონაკლისებს აკეთებენ“.


„ასეთი არჩევითი მიდგომა განსაკუთრებულ გაუგებრობას იწვევს. საჭიროა ასევე აღინიშნოს, რომ უკანა მიმართულებით - საქართველოდან რუსეთში - საზღვარზე დაუბრკოლებლად გადის ყველა ავტომანქანა (სატვირთო, მსუბუქი მანქანები, ავტობუსები)“, - მითითებულია შეტყობინებაში.


რუსეთის სსს-მ ქართულ მხარეს ჩამოყალიბებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვა.


„რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში (როგორც ცნობილია, ისინი 2008 წელს თბილისის ინიციატივით გაწყდა), ჩვენ მიერ შესაბამისი ნოტა საქართველოს ინტერესების წარმომადგენლის - მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საშუალებით იქნა გადაცემული. ანალოგიური მიმართვა საქართველოს სსს-ს თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესთა სექციამ გაუგზავნა“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4005.html
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:05 | News »
 

"პოლიტიკა: რუსეთის სსს: საქართველომ გაფრთხილების გარეშე საზღვარი დახურა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian