aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: UNICEF: საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა Georgian News  Georgian News 
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, ბავშვების ერთ მეოთხედზე მეტი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს. გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გუშინ, 24 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში მოაწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში, ომბუდსმენი გიორგი ტუღუში და დეპუტატები.



რულანდ მონაშის თქმით, ქვეყანაში ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.


„ბავშვების სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დაწყებითი ასაკის თითქმის ყველა ბავშვი სკოლაში დადის. ბავშვების დაცვის თვალსაზრისით პროგრესი სახეზეა. დღეს მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებებში ცხოვრობს. მთავრობამ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროების დაფინანსება, ძირითადად, თავდაცვითი სფეროს დაფინანსების შემცირების ხარჯზე გაზარდა. თუმცა საქართველოს ჯერ კიდევ ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია სოციალური ხარჯების თვალსაზრისით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა რულანდ მონაშმა. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა.


საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის თქმით, გაეროს ანგარიში დადებით ხასიათს ატარებს. მან იმ ფაქტით, რომ საქართველოში ბავშვების სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, კმაყოფილება გამოთქვა. სანდრა რულოვსის თქმით, როდესაც იგი ქვეყნის პირველი ლედი გახდა, მაშინ ქვეყნის ბავშვთა სახლებში დაახლოებით ხუთი ათასი ბავშვი იყო, დღეს კი ეს რიცხვი 900-ით შემცირდა, რაც დიდი მიღწევაა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3992.html
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:02 | News »
 

"საზოგადოება: UNICEF: საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 5
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian