aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 თბილისის მერმა პირადად ააწყო კომპიუტერი საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ერთი უჩვეულო სამუშაო დღე თბილისის მერისთვის გიგი უგულავასთვის დღეს, 16 ნოემბერს, კომპიუტერთა ამწყობ ქარხანაზე დაიწყო. მერმა პირადად ააწყო ქართული წარმოების კომპიუტერი, იტყობინება “GHN“.
განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:40 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 „ბილაინმა“ ფიჭური კავშირგაბმულობის ქართული ბაზრის 18% დაიპყრო საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელკომის“ ქართული შვილობილი კომპანია შპს „მობიტელის“ წილმა ფიჭური კავშირგაბმულობის ადგილობრივ ბაზარზე 18%-ს გადააჭარბა, შეატყობინეს „ინტერფაქსს“ საქართველოს კომუნიკაციათა ეროვნულ კომისიაში (GNCC). 2011 წლის დასაწყისიდან „მობიტელმა“ ქვეყნის ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე თავისი წილი 13%-დან 18.2%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც კომპანია იმ ავტორიზებული პირების სიაში შევიდა, რომლებსაც ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი სეგმენტი უკავიათ“, - თქვა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:39 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ბურჯანაძე: „ოპოზიციამ არჩევნებში ჯერ კიდევ არჩევნებამდე უნდა გაიმარჯვოს“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ოპოზიციამ არჩევნებში ჯერ კიდევ არჩევნებამდე უნდა გაიმარჯვოს. ამის შესახებ გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:37 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ქვევრი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქვევრი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ბრძანების თანახმად, „მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ, უძველესი დროიდან დღემდე ღვინის შენახვისთვის გამოყენებად უნიკალურ თიხის ჭურჭელს - ქვევრს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა“.
განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:36 | კომენტარები | კულტურა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ეშტონი: საქართველომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაში დადებითი წვლილი შეიტანა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში კეტრინ ეშტონი კმაყოფილებას გამოთქვამს ქართული მხარის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მსო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხს ეხება და აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობა ყველა მხარისთვის არის მნიშვნელოვანი. ამის შესახებ ეშტონმა დღეს, 16 ნოემბერს, თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:35 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ილიას ტბა გახსნა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ილიას ტბა და დასასვენებლი კომპლექსი გახსნა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, მას გახსნაზე იმიტომ დააგვიანდა, რომ ევროკავშირის უზენაეს კომისარს კეტრინ ეშტონს ხვდებოდა. მისი თქმით, კომისარმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს დაიწყებს შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ.
განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:34 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სააკაშვილი: ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები პოლიტიკური პროცესებისაგან გამიჯნული უნდაიყოს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები პოლიტიკური პროცესებისაგან უნდა იყოს გამიჯნული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის გახსნის დროს განაცხადა.
განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:28 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 შევარდნაძეს ივანიშვილი-ბურჯანაძის ტანდემის სჯერა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ექს-პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიცია კოალიცია, რომელსაც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში, დამაჯარებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:44 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 5 | ვრცლად...
 
 ვაშაძე: ეშტონის ვიზიტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საგარეო საკითხებისა და უსაფრთხოებისა საკითხების ევროკავშირის უმაღლესი კომისრის კეტრინ ეშტონის ვიზიტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია. ამის შესახებ „კურიერთან“ საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. „ეს ვიზიტი, ერთი მხრივ, შედეგების შეჯამება, მეორე მხრივ, კი ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“, - აღნიშნა მან.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:43 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 2011 წლის ნოემბერი საქართველოში ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი გახდა - სინოპტიკოსები საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ყველაზე ცივი ნოემბერი 1993 წლიდან საქართველოში - ასე დაახასიათა შემოდგომის ბოლო თვე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ. თვის პირველი ნახევარი საქართველოსთვის უჩვეულოდ ცივი აღმოჩნდა - ყველა რეგიონში უხვი თოვა იყო, ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში, ნულის ქვემოთ დაეცა.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:42 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად...
 

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian