aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: „ბილაინმა“ ფიჭური კავშირგაბმულობის ქართული ბაზრის 18% დაიპყრო საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელკომის“ ქართული შვილობილი კომპანია შპს „მობიტელის“ წილმა ფიჭური კავშირგაბმულობის ადგილობრივ ბაზარზე 18%-ს გადააჭარბა, შეატყობინეს „ინტერფაქსს“ საქართველოს კომუნიკაციათა ეროვნულ კომისიაში (GNCC). 2011 წლის დასაწყისიდან „მობიტელმა“ ქვეყნის ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე თავისი წილი 13%-დან 18.2%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც კომპანია იმ ავტორიზებული პირების სიაში შევიდა, რომლებსაც ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი სეგმენტი უკავიათ“, - თქვა სააგენტოს თანამოსაუბრემ.



მისი თქმით, ერთდროულად მობილური კავშირგაბმულობის ორმა წამყვანმა ოპერატორმა - Geocell-მა (შესულია სკანდინავიურ ჰოლდინგში TeliaSonera) და Magticom-მა (მისი მფლობელებია ამერიკული International Telcell Celular LLC დაTelcell Wireless LLC) ბაზარზე თავიანთი წილები შეამცირეს 45%-დან და 42%-დან 41.61%-მდე და 40.19%-მდე, შესაბამისად.


GNCC-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „მობიტელის“ ახალი სტატუსი კომპნიას მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს, მათ შორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიხედვით სატარიფო რეგულირებისა და რეგულატორის წინაშე ანგარიშიანობის ნაწილში. „მაგალითისთვის, თუ აქამდე „მობიტელისთვის“ ოპერატორებს შორის ქსელების ურთიერთჩართვაზე ზღვრული ტარიფი დაწესებული არ ყოფილა, 2012 წლის 1 თებერვლიდან იგი 0.11 ლარის ოდენობით იქნება დადგენილი“, - თქვა მან.


Geocell-ისა და Magticom-სთვის ზღვრული ტარიფი წინა წლის 1 სექტემბრიდან არის დაწესებული და 0.08 ლარს შეადგენს.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3932.html
განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:39 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: „ბილაინმა“ ფიჭური კავშირგაბმულობის ქართული ბაზრის 18% დაიპყრო" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 07 ივნისი 2024
  • English Georgian