| კულტურა: ქვევრი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა | | საქართველოს ამბები | |
ქვევრი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ბრძანების თანახმად, „მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ, უძველესი დროიდან დღემდე ღვინის შენახვისთვის გამოყენებად უნიკალურ თიხის ჭურჭელს - ქვევრს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა“.ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობების უფლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით იქნა მიღებული“, - ნათქვამია ბრძანებაში. ბრძანების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციებისა და გადაწყვეტილებების კოორდინაციის დეპარტამენტმა ერთი თვის ვადაში სამინისტროს საიტზე ქვევრთან დაკავშირებული მონაცემები უნდა განათავსოს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3929.html
| |||
| განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:36 | ახალი ამბები » | |||

| სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.