aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 სააკაშვილი: „რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის დღეები დათვლილია“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს განვითარება რუსეთისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა, განაცხადა სამშაბათს, 22 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ქუთაისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა. „შეხედეთ, როგორი სტვენით შეხვდნენ პუტინს გუშინ, ეს მათი დასასრულის დასაწყისია, დარწმუნებული ვარ, რომ მათი დღეები დათვლილია. დღეს საქართველომ, როგორც არასდროს, თავისი ტემპი უნდა შეინარჩუნოს. რუსეთში ასევე გამგები ხალხია, რომელიც ჩვენი რეფორმებით აღტაცებულია. მაგრამ არა კრემლში. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად გვაქვს ინფორმაცია“, - აღნიშნა მან. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მრავალი ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, აზიის ქვეყნები და მეზობლები, აღტაცებულები არიან იმით, თუ რა ხდება საქართველოში.
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:02 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კონდოლიზა რაისი: ვლადიმირ პუტინი საქართველოს გამო აშშ-ს ემუქრებოდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა აღშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მედიამ დაამახინჯა მისი პოზიცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რომელიც წამოდგენილ იქნა ცოტახნის წინ გამოცემულ მემუარებში „დიდი პატივი არ არსებობს“, იტყობინება “GHN“. კერძოდ, ზოგიერთი ჟურნალისტი ირწმუნებოდა, რომ რაისი ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ქმედებების დაწყებაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:00 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დავით ბაქრაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია სერიოზული ორწლიანი მუშაობის შედეგია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია სერიოზული, ფაქტობრივად, ორწლიანი მუშაობის შედეგია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ, იტყობინება “GHN“. „ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხია რუსული დიპლომატიის მცდელობაზე, მთელ მსოფლიოში ეძებოს და იპოვოს ნაურუ და მსგავსი სახელმწიფოები. გასულ კვირას ამგვარი ტიპის დიპლომატიაზე ევროპარლამენტის - ევროპის მთავარი პოლიტიკური და საამომრჩევლო ორგანოს მხრიდან ძალიან კარგი პასუხი გაიცა. ეს რეზოლუცია განსაზღვრავს ევროპის დამოკიდებულებას საქართველოში არსებული პრობლემებისა და ქართულ-რუსული ურთიერთობის მიმართ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2011, 20:35 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ნათელაშვილი: ივანიშვილი „ამერიკული პროექტია“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამჯერად ბიძინა ივანიშვილის „მხილებას“ პრესის საშუალებით ცდილობს და მას „ამერიკულ პროექტს“ უწოდებს.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:31 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან დახმარებას იღებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან 1000 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას იღებდა, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა თავისი სეხნიის - ტელეარხ „იმედზე“ „ღამის შოუს“ წამყვანის ოთარ ტატიშვილის განცხადებას, რომელიც ასევე უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან დახმარებას იღებდა, როგორც ეს მედიის მიერ გამოქვეყნებულ სიებშია მითითებული.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:30 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დიმიტრი მედვედევს მიაჩნია, რომ რუსეთი და ომი რომ არა, საქართველოს უკვე შეათრევდნენ ნატოში საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
2008 წელს კავკასიაში რუსეთის მიერ გადამწყვეტი ქმედებების მიუღებლობა ნატოს საზღვრების არსებით გაფართოებას გამოიწვევდა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ სამხედრო ოლქის ოფიცრებთან შეხვედრაზე, იტყობინება “GHN“. „2008 წელს რომ შევდრეკილიყავით, უკვე სულ სხვა გეოპოლიტიკური განაწილება გვექნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ხელოვნურად ჩათრევას ცდილობდნენ, სავარაუდოდ, იქ იქნებოდა“, - თქვა მედვედევმა.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:30 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სააკაშვილი: „ჩვენ თუშეთში გზის გაყვანის მიზნით კლდეების აფეთქებას ვაპირებთ“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ისინი თუშეთში კარგი გზის გაყვანის მიზნით კლდეების აფეთქებას აპირებენ და ეს სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა წინანდალში ყოფნის დროს განაცხადა.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:29 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სააკაშვილი: ქართველი სამხედროები აშშ-ის შეიარაღებული ძალების ელიტურ ქვედანაყოფებთან გადიან სწავლებას საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანს რეემ მაბუსს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, გადმოსცემს „IPN“. როგორც მიხეილ სააკაშვილმს აღნიშნა, ქართველი სამხედროები აშშ-ის შეიარაღებული ძალების ელიტურ ქვედანაყოფებთან გადიან სწავლებას, რაც, მისი თქმით, ათწლეულის შემდეგაც მოიტანს შედეგს.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:27 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ტელეკომპანია „პირველი სტერეო“ მაუწყებლობას წყვეტს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პირველი სტერეო“ მაუწყებლობას წყვეტს. ინფორმაციას ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ავრცელებს.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:27 | კომენტარები | ქულები: 4.66 | ვრცლად...
 
 თბილისში რონალდ რეიგანის ძეგლს დადგამენ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
აშშ-ის ექს-პრეზიდენტის რონალდ რეიგანის სკულპტურას თბილისში, რიყის მოედანზე დადგამენ. ძეგლი, რომელიც ცივი ომისა და საბჭოთა ეპოქის სიმბოლიზებას მოახდენს, 23 ნოემბერს გაიხსნება, იუწყება “GHN“.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:26 | კომენტარები | კულტურა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian