aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საქართველოში ათეისტები მხოლოდ 2%-ია Georgian News  Georgian News 
მარკეტინგული გამოკვლევებისა და კონსულტაციების კომპანია „ACT“-მ საქართველოს მოქალაქეთა რელიგიური უპირატესობების თემაზე სოციოლოგიური კვლევები ჩაატარა. 2011 წლის ივლისში კომპანიამ თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში 2000 სრულწლოვანი გამოკითხა. მათ ყველას დაუსვეს შემდეგი შეკითხვა: „გწამთ თუ არა ღმერთის?“
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:47 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ილია მეორე: ახალ მონასტერში საქართველოსა და რუსეთის მეთაურების მოლაპარაკებები ჩატარდება Georgian News  Georgian News 
სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დარიალის ხეობაში წმინდა მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი აკურთხა. როგორც პატრიარქმა თავის ქადაგებაში თქვა, ამ ადგილას რუსეთისა და საქართველოს მეთაურების მოლაპარაკებები ჩატარდება, იუწყება “GHN“. ილია მეორემ ასევე იმედი გამოთქვა იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობები აღდგება.
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:46 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 მსოფლიო ბანკი საქართველოს საშეღავათო საბიუჯეტო კრედიტს გამოუყოფს Business & Economics  Business & Economics 
მსოფლიო ბანკი საქართველოს 40 მლნ დოლარის ოდენობის საშეღავათო საბიუჯეტო კრედიტს გამოუყოფს.
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:45 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მსოფლიოს რომელი ქვეყნის პასპორტში შეიძლება სქესის არჩევა სამი ვარიანტიდან? World News  World News 
ავსტრალიის მოქალაქეებმა უფლება მიიღეს, პასპორტში მიუთითონ საკუთარი სქესი, მამრობითისა და მდედრობითის გარდა, ასევე როგორც განუსაზღვრელი. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. ახალი სქესობრივი მიკუთვნების აღნიშვნა დოკუმენტებში მოხდება ასო „X“-ით („იქსი“).
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:25 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 დასახელდა ყველაზე სასარგებლო მულტფილმი World News  World News 
დიდი ბრიტანეთს ჯანდაცვის სამინისტრომ უჩვეულო გამოკვლევა ჩაატარა და დაადგინა: მულტფილმი „სკუბი-დუ“ ტელევიზიით ტრანსლირებად ყველა საბავშვო პროგრამას შორის ყველაზე ჯანსაღია. ამის შესახებ წერს The Telegraph. ყველაზე აქტიურ გმირთა სიაში აღნიშნული სერიალის პერსონაჟებმა ასევე პოზიციების ნახევარი დაიკავეს.
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:24 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 ფრანგმა ლატარიაში რეკორდული ჯეკპოტი მოხსნა World News  World News 
საფრანგეთში ლატარიაში მოგებული თანხის ახალი რეკორდი დამყარდა. როგორც France Info იტყობინება, 162 მილიონ 256 ათას 622 ევროს მფლობელი გახდა ქვემო ნორმანდიაში მდებარე კალვადოსის დეპარტამენტის მაცხოვრებელი. ჯერჯერობით გამარჯვებულს ლატარია EuroMillions-სა, რომელშიც ლატარიის ბილეთების 40 მილიონმა მყიდველმა მიიღო მონაწილეობა, მოგებულ თანხაზე უფლებების შესახებ არ განუცხადებია.
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:23 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 მეცნიერებმა გამოიგონეს კამერა, რომელიც მუშაობს როგორც სიცრუის დეტექტორი World News  World News 
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიგონეს კამერა, რომელსაც შეუძლია დადგენა, ადამიანი სიმართლეს ამბობს თუ იტყუება. შემმუშავებელთა ჯგუფმა ბრედფორდისა და აბერისტუიტის უნივერიტეტებიდან ტექნიკურად რთული მოწყობილობა შექმნა, რომელიც ინფორმაციის მისაღებად ჩვეულებრივ ვიდეოკამერასა და მაღალი გარჩევადობის მქონე სითბურ სენსორს იყენებს. რიგი ალგორითმების დახმარებით სისტემა შემთხვევათა თითქმის 70%-ის დროს წარმატებით ადგენს, როდის ამბობს ადამიანი სიმართლეს, და როდის იტყუება, თქვა მთავარ მკვლევარმა ბრედფორდის უნივერსიტეტიდან, პროფესორმა ნასან უგაილმა. თავად პროფესორი დარწმუნებულია, რომ მოწყობილობის მუშაობის სიზუსტე შეიძლება 90%-ს აღწევდეს.
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:22 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 ევროპული ბანკები მასობრივ შემცირებებს აწარმოებენ World News  World News 
2011 წლის ნახევრიდან უმსხვილესმა ევროპულმა ბანკებმა 70 ათასი სამუშაო ადგილის შემცირების გეგმების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ წერს სააგენტო Bloomberg საკუთარ გაანგარიშებებზე დაყრდნობით. შედარებისათვის, აშშ-ში 42 ათასი ბანკირის დათხოვნის შესახებ გამოაცხადეს. იმ ევროპული ბანკების რიცხვში, რომლებიც გათავისუფლებებზე განაცხადეს, კერძოდ, შედიან შვეიცარული UBS და Credit Suisse Group, ასევე ბრიტანული HSBC Holdings, Royal Bank of Scotland Group და Barclays. ამას გარდა, ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების განზრახვის შესახებ ფრანგულმა Societe Generale-მაც განაცხადა - ეს ფინანსური კორპორაცია მხოლოდ რუსეთში ორ ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს.
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:21 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 სააკაშვილი: უკრაინა და საქართველო ნატოში იმაზე ბევრად უფრო ადრე იქნებიან, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია Georgian News  Georgian News 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სრულიად დარწმუნებულია, რომ საქართველოც და უკრაინაც ნატოში „ადრე თუ გვიან“ შევლენ. ამის შესახებ მანდ 15 სექტემბერს უკრაინულ გაზეთ „დღესთვის“ (ეკუთვნის უკრაინის მთავარ ოლიგარქს, რეგიონთა პარტიის დეპუტატს რინატ ახმეტოვს) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:20 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 მოსკოვი ცხოვრებისათვის მსოფლიოს ყველაზე არაპრაქტიკული მეგაპოლისია World News  World News 
საერთაშორისო რეიტინგის თანახმად, მოსკოვი 70-ე ადგილზეა მსოფლიოში ცხოვრების ხარისხის მიხედვით, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული მეურნეობის რუსული აკადემიის სიტუაციური მონიტორინგისა და რეგიონალური გამოკვლევების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე სავჩენკომ რუსეთის საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე. „საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, მოსკოვს საკმაოდ საპატიო, 21-ე ადგილი უკავია როგორც შესაძლებლობათა ქალაქს, მაგრამ, ამავდროულად, ცხოვრების ხარისხის შორის მსოფლიო ქალაქებს შორის მხოლოდ 70-ე ადგილზეა“, - განაცხადა სავჩენკომ.
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:17 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 04 May 2024
  • English Georgian