aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: მოსკოვი ცხოვრებისათვის მსოფლიოს ყველაზე არაპრაქტიკული მეგაპოლისია World News  World News 
საერთაშორისო რეიტინგის თანახმად, მოსკოვი 70-ე ადგილზეა მსოფლიოში ცხოვრების ხარისხის მიხედვით, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული მეურნეობის რუსული აკადემიის სიტუაციური მონიტორინგისა და რეგიონალური გამოკვლევების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე სავჩენკომ რუსეთის საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე. „საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, მოსკოვს საკმაოდ საპატიო, 21-ე ადგილი უკავია როგორც შესაძლებლობათა ქალაქს, მაგრამ, ამავდროულად, ცხოვრების ხარისხის შორის მსოფლიო ქალაქებს შორის მხოლოდ 70-ე ადგილზეა“, - განაცხადა სავჩენკომ.



მან აღნიშნა, რომ ეს რეიტინგი მკვეთრად ახასიათებს ქალაქის განვითარების საერთო პოტენციალს. „ამავე დროს, (სხვა) საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, მოსკოვს ბოლო - 26-ე ადგილი უკავია მსოფლიო ქალაქებს შორის სან-პაულუს, სტამბულისა და მუმბაის შემდეგ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მიხედვით, ბოლოსწინა ადგილი (25-ე) პეკინის, სან-პაულუსა და მუმბაის შემდეგ - ბიზნესის წარმოების სიმარტიბის მიხედვით“, - დაამატა სავჩენკომ.


მან აღნიშნა, რომ ინტელექტუალური პოტენციალისა და ინოვაციების მიხედვით რუსეთის დედაქალაქი მსოფლიო რეიტინგის შუაშია სინგაპურის, ჰონკონგისა და მადრიდის შემდეგ, უკავია რა მე-17 ადგილი.


„ასეთივე ადგილი მოსკოვს უკავია ტექნოლოგიური მზადყოფნის მიხედვით ლონდონის, პარიზისა და ტორონტოს შემდეგ“, - დაამატა ცენტრის დირექტორმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ცხოვრებისათვის პრაქტიკულობის მიხედვით მოსკოვს 26-ე (უკანასკნელი) ადგილი უკავია შანჰაის, იოჰანესბურგისა და იმავე მუმბაის შემდეგ.


„აშკარაა, რომ ჩამოყალიბებული ტრენდების გამო მოსკოვს პოზიტიური პერსპექტივები არა აქვს. შესაბამისად, საჭიროა ჩამოყალიბებული ტრენდების მიზანშეწონილად შეცვლა“, - დაამატა სავჩენკომ. მან აღნიშნა, რომ სწორედ ამისათვის იქმნება მოსკობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2025 წლამდე პერიოდისთვის.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3460.html
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:17 | News »
 

"საზოგადოება: მოსკოვი ცხოვრებისათვის მსოფლიოს ყველაზე არაპრაქტიკული მეგაპოლისია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian