aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ილია მეორე: ახალ მონასტერში საქართველოსა და რუსეთის მეთაურების მოლაპარაკებები ჩატარდება Georgian News  Georgian News 
სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დარიალის ხეობაში წმინდა მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი აკურთხა. როგორც პატრიარქმა თავის ქადაგებაში თქვა, ამ ადგილას რუსეთისა და საქართველოს მეთაურების მოლაპარაკებები ჩატარდება, იუწყება “GHN“. ილია მეორემ ასევე იმედი გამოთქვა იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობები აღდგება.



ტაძრის კურთხევისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ამ ადგილს არა მხოლოდ სულიერი დატვირთვა აქვს და რუსეთის საზღვართან შემთხვევით არაა აშენებული. ილია მეორემ აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა მართმადიდებელი ქრისტიანები არიან და როდესაც ისინი საქართველოში სტუმრად მოვლენ, დაინახავენ, რომ მოვიდნენ მართმადიდებელ, მშვიდობიან ქვეყანაში.


„ეს წმინდა ტაძარი თავშესაფარი გახდება ყოველი მგზავრისთვის და აქ სახელმწიფოთა მეთაურების მოლაპარაკებები ჩატარდება. ეს მონასტერი ასეთი მაღალი დონის იქნება... ეს ტაძარი ჩვენ სასწაულს გვაჩვენებს და, ვფიქრობ, ეს გამოვლინდება იმაში, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები კვლავ მშვიდობიანი გახდება“, - თქვა ილია მეორემ.


დარიალის ხეობაში მამათა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3468.html
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:46 | News »
 

"საზოგადოება: ილია მეორე: ახალ მონასტერში საქართველოსა და რუსეთის მეთაურების მოლაპარაკებები ჩატარდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian