aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: დასახელდა ყველაზე სასარგებლო მულტფილმი World News  World News 
დიდი ბრიტანეთს ჯანდაცვის სამინისტრომ უჩვეულო გამოკვლევა ჩაატარა და დაადგინა: მულტფილმი „სკუბი-დუ“ ტელევიზიით ტრანსლირებად ყველა საბავშვო პროგრამას შორის ყველაზე ჯანსაღია. ამის შესახებ წერს The Telegraph. ყველაზე აქტიურ გმირთა სიაში აღნიშნული სერიალის პერსონაჟებმა ასევე პოზიციების ნახევარი დაიკავეს.



ექსპერტებმა შეადგინეს რეიტინგი, რისთვისაც საბავშვო არხების ეთერის ყურებაზე 200 საათი დახარჯეს. მკვლევარების ინტერესთა სფეროში, კერძოდ, 20 ყველაზე პოპულარული ტელეგადაცემა შევიდა. ანალიზის მსვლელობაში ისინი ცდილობდნენ დაეთვალათ, რამდენად ხშირად იყო ნაჩვენები ფიზიკური აქტიურობა.


შესაბამისად, ყოველ გმირს ამ თვალსაზრისით აფასებდნენ. ასევე პერსონაჟები შეფასებებს იღებდნენ კარგი ქცევისთვის (ფეხით სეირნობები და სპორტით დაკავება). იმის გამო, რომ სიუჟეტის მიხედვით სერიალ „სკუბი-დუს“ გმირები უფრო ხშირად მონსტრებისაგან თავს აღწევენ გაქცევით, მულტფილმი ზედა პოზიციებზე მოხვდა.


მაგალითისათვის, სერიალი „ტომი და ჯერი“ პირველ ხუთეულშიც კი არ შევიდა. მას მოსდევს „მოგზაური დაშა“, „შეშლილი მელოდიები“, „ღრუბელი ბობი“, ხოლო „სიმფსონები“ „ოქროს ათეულის“ მიღმა აღმოჩნდნენ.


ჯანდაცვის მინისტრის ენ მილტონის თქმით, მნიშვნელოვანია სწორად კვება და ბევრი მოძრაობა. განსაკუთრებით ეს ბავშვებისათვის არის აქტუალური. უწყებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მულტგმირების ძალის გამოყენების შესახებ, რათა მრავალი ბავშვის ცხოვრების წესი შეცვალონ.


პროგრამა LazyTown-თან ერთად მან აამოქმედა კამპანია Change4Life. პატარა მაყურებლების სამსჯავროზე გამოტანილი იქნება ისტორიები პერსონაჟზე სახელად სპარტაკი, რომლის რაციონშიც სასარგებლო პროდუქტები შედის და იგი მუდმივად მოძრაობს. ექსპერტთა აზრით, სპარტაკი ბავშვებისათვის ჩინებული მოდელი გახდება.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3465.html
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:24 | News »
 

"ეს საინტერესოა: დასახელდა ყველაზე სასარგებლო მულტფილმი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 May 2024
  • English Georgian