 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ჩავარდება თუ არა წელს ცხვრის ექსპორტი? | | Business & Economics |
სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოდან ცხვრის ექსპორტის შემცირებას ადასტურებს. ამის მიზეზად ბაკურ კვეზერელი ტრანსპორტირებაში წარმოშობილ პრობლემებს ასახელებს. მისი თქმით, საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიებს საკუთარი თვითმფრინავები არა აქვთ, რომლებიც საქონლის ტრანსპორტირების სერვისით იქნებოდა აღჭურვილი, ამიტომ მათ ამ თვითმფრინავების დაქირავება უხდებათ და, როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებში არ შედის. იმ კომპანიებს კი, რომლებიც ცხვრის ტრანსპორტირებითაა დაკავებულები, ცხვარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო სატრანსპორტო რესურსები არ ჰყოფნით, ამიტომ ექსპორტიც შემცირდა. მიუხედავად ამისა, მინისტრი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ცხვრის ექსპორტი არ ჩავარდება და მაჩვენებლები პოზიტიური იქნება. „ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რამდენი ცხვარი წავა საქართველოდან ექსპორტზე. ცხვრის ექსპორტის სეზონი ჯერ არ დამდგარა. ცხვრის გატანა სექტემბერში იწყება და იმედი მაქვს, ამ დროისთვის ტრანსპორტირების საკითხი გადაიჭრება. ვიმედოვნებ, ეს პროცესი გამოსწორდება და რაფინირდება და ავიაკომპანიებსაც ამ მიმართულებით ინტერესი გაუჩნდება“, - თქვა კვეზერელმა.
|
Posted by Drakula | 18 Aug 2011, 20:52 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|