aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: AFBA: ნაგვის გადახდის სისტემა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება Business & Economics  Business & Economics 
ნაგვის გადახდის ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც ტარიფი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობიდან გამოითვლება, უკანონოა, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და მსოფლიოში ანალოგები არა აქვს, აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია. როგორც ასოციაციის წარმომადგენლებმა გუშინ, 22 აგვისტოს, ბრიფინგზე განაცხადეს, გადახდის ამგვარი სისტემის შედარება შეიძლება ხარკთან თათარ-მონღოლური უღელის დროს.



„ჩვენი თანამედროვე ბასკაკები იმ მონღოლებისაგან შორს არ წასულან და მოსახლეობას ამგვარი გადასახადი დაუწესეს“, - განაცხადა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ.


ასოციაციას მიაჩნია, რომ ეს ტარიფი არანაირ სოციალურ სამართლიანობას, რომელზედაც ხელისუფლებები საუბრობენ, არ აწესებს, ვინაიდან ოთხი პირისაგან შემდგარი ოჯახი, რომელიც ადრე ნაგვისთვის 10 ლარს იხდიდა, დღეს უკვე მოხმარებული ელექტროენერგიიდან გამომდინარე სამჯერ მეტს გადაიხდის - 28-30 ლარს, რამდენადაც თვეში იგი საშუალოდ 100 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს. ამასთან, ნაგვის ტარიფი სეზონის მიხედვით შეიცვლება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა აზრით, ახალი სისტემა აიძულებს მოსახლეობის 70-80 პროცენტს, ელექტროენერგიის მეტი ეკონომია მოახდინონ, რათა ნაკლები გადაიხადონ ნაგვისთვის. „თუ მთავრობასთან დაკავშირებულ მაფიოზურ კლანებს მეტი ელექტროენერგიის ექსპორტირება სურთ, მაშინ ყველა ახსნადია. მაგრამ რატომ უნდა ხდებოდეს ეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხარჯზე. როდესაც 1-3 თეთრად წარმოებულ კილოვატს მოსახლეობისთვის 17 თეთრად ყიდი, ხოლო ექსპორტისთვის - 8-19 თეთრად, აშკარაა, რომ საუბარია მაღალი მოგების მიღებაზე“, - აცხადებს ასოციაცია.


ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ნაგვის გადახდის ახალმა სისტემამ ამ მომსახურების ორმაგი გაძვირება გამოიწვია. „ერთი ადამიანისაგან შემდგარ ოჯახს, რომელიც საშუალოდ 100 კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს, 2.50-ის ნაცვლად ახლა ნაგვისთვის 5-7 ლარის გადახდა უწევს, ნახევარი წელიწადის წინ კი ნაგვის ტარიფი ერთ სულზე 1.25 ლარს შეადგენდა“, - აცხადებენ ასოციაციაში.


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ნაგვის ტარიფის ახალი სისტემის თაობაზე პროტესტს გამოთქვამს და მის გაუქმებას ითხოვს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3207.html
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 17:53 | News »
 

"ეკონომიკა: AFBA: ნაგვის გადახდის სისტემა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian