aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ჩავარდება თუ არა წელს ცხვრის ექსპორტი? Business & Economics  Business & Economics 
სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოდან ცხვრის ექსპორტის შემცირებას ადასტურებს. ამის მიზეზად ბაკურ კვეზერელი ტრანსპორტირებაში წარმოშობილ პრობლემებს ასახელებს. მისი თქმით, საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიებს საკუთარი თვითმფრინავები არა აქვთ, რომლებიც საქონლის ტრანსპორტირების სერვისით იქნებოდა აღჭურვილი, ამიტომ მათ ამ თვითმფრინავების დაქირავება უხდებათ და, როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებში არ შედის. იმ კომპანიებს კი, რომლებიც ცხვრის ტრანსპორტირებითაა დაკავებულები, ცხვარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო სატრანსპორტო რესურსები არ ჰყოფნით, ამიტომ ექსპორტიც შემცირდა. მიუხედავად ამისა, მინისტრი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ცხვრის ექსპორტი არ ჩავარდება და მაჩვენებლები პოზიტიური იქნება. „ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რამდენი ცხვარი წავა საქართველოდან ექსპორტზე. ცხვრის ექსპორტის სეზონი ჯერ არ დამდგარა. ცხვრის გატანა სექტემბერში იწყება და იმედი მაქვს, ამ დროისთვის ტრანსპორტირების საკითხი გადაიჭრება. ვიმედოვნებ, ეს პროცესი გამოსწორდება და რაფინირდება და ავიაკომპანიებსაც ამ მიმართულებით ინტერესი გაუჩნდება“, - თქვა კვეზერელმა.



მინისტრი ასევე უარყოფს ინფორმაციას ირანში ქართული ცხვრის შეტანის აკრძალვაზე. ბაკურ კვეზერელის თქმით, ქართული ცხვარი, ისევე როგორც სხვა საქონელი, აბსოლუტურად ჯანმრთელია და მას არც ერთ ქვეყანაში გასჩენია პრობლემები, მათ შორის, ირანშიც.


საქართველოდან ცხვრის ექსპორტის შემცირების შესახებ საუბრობს საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი. მისი განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საქართველოდან დაახლოებით 300 ათასი ცხვარი იქნა ექსპორტირებული, მიმდინარე წლის მაჩვენებლები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა“.


ბექა გონაშვილის განმარტებით, ქართულ ცხვარზე მოთხოვნა კვლავინდებურად მაღალია, მაგრამ პრობლემა წარმოიშვა ლოგისტიკაში, ვინაიდან არაა ისეთი ავიაკომპანია, რომელიც ცხვრის გადაყვანით დაინტერესდებოდა. ამასთან ერთად, წარმოიშვა ცხვრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაც. იმის გამო, რომ ირანში ავადმყოფი ცხვრები ჩაიყვანეს, მათ საერთოდ უარი განაცხადეს საქართველოდან მათ ექსპორტზე. ამავე დროს, იმის გარკვევა, მართლა იყო თუ არა საქართველოდან ირანში ჩაყვანილი საქონელი ავადმყოფი, ვერ მოხერხდა. თავად ასოციაციაში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოდან ნამდვილად ჯანმრთელი ცხვარი გაჰყავთ. მისივე თქმით, ცხვრის ექსპორტში წარმოქმნილი პრობლემები არ შეიძლება გადაიჭრას ასოციაციისა და მეცხვარეთა დონეზე, ამიტომ აუცილებელია მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ცხვრის ექსპორტის 10%-იან ზრდას ვარაუდობდა გასულ წელთან შედარებით. ცხვრის საბითუმო ფასი 120-დან 150 ლარამდე მერყეობს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3169.html
Posted by Drakula | 18 Aug 2011, 20:52 | News »
 

"ეკონომიკა: ჩავარდება თუ არა წელს ცხვრის ექსპორტი?" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 16 May 2024
  • English Georgian