aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 წელს საქართველოში 500-ზე მეტი კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა Georgian News  Georgian News 
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ხუთშაბათს, 15 დეკემბერს, წარმოადგინა ანგარიში 2011 წელს განხორციელებული სამუშაოს შესახებ და განაცხადა, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში 520 კილომეტრი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა და გაყვანილ იქნა 30 კილომეტრი ახალი ცემენტ-ბეტონის გზა.
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:12 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 დედოფლისწყაროში 9-10 მილიონი წლით დათარიღებული ნამარხები აღმოაჩინეს Georgian News  Georgian News 
დედოფლისწყაროში, დალის ხეობაში პალეონთოლოგებმა 9-10 მილიონი წლით დათარიღებული ცხოველების ეშვები აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ნამარხებში მასტოდონტის სრული ჩონჩხი არის შენახული. ნაშთებს შესწავლის მიზნით ეროვნულ მუზეუმში გააგზავნიან.
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:12 | comments | კულტურა | Score: 0 | Read More...
 
 სააკაშვილი: „ის, რასაც ევროპარლამენტისგან ვიღებთ, მართლაც ახდენილ ოცნებას ჰგავს“ Georgian News  Georgian News 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა სტრასბურგში გალა-სადილს, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან პოლონეთის რესპუბლიკის წასვლას მიეძღვნა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებაში პოლონეთის უდიდეს როლს ხაზი გაუსვა. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ თამამად საუბარი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაიწყო, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გააგრძელა.
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:09 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში შეიცვალა ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების პრეფიქსი Georgian News  Georgian News 
მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან საქართველოს ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში პრეფიქსი „8“ შეიცვალა „0“-ზე.
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:07 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ლევან ვეფხვაძე: ივანიშვილის კოალიციაში შემავალი ძალები შეიძლება მისი ოპონენტები გახდნენ Georgian News  Georgian News 
ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მის კოალიციაში შევლენ, შეიძლება მისი პირველი ოპონენტები გახდნენ, მიაჩნია ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს ლევან ვეფხვაძეს, იტყობინება “GHN“. „ჩვენ ამგვარი კოალიციები უახლოესი წარსულიდან გვახსოვს. 2003 წელს ეს პარტიები გაერთიანებული იყო ერთი კონკრეტული ლოკომოტივის გარშემო, რომელსაც მაშინ მიხეილ სააკაშვილი ერქვა, ახლა კი მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია“, - თქვა ვეფხვაძემ.
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:04 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს ვიცე-პრემიერი: რუსეთის ხელისუფლებები ახალი ფსევდო ცივი ომის დაწყებას ცდილობენ Georgian News  Georgian News 
ვლადიმირ პუტინის რეიტინგის დაცემის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებები ახალი ფსევდო ცივი ომის დაწყებას ცდილობენ, მიაჩნია საქართველოს ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს, იუწყება “GHN“. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშების სიტყვებზე კომენტარის გაკეთებისას, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებათა წარმომადგენლებს ჩვევად გაუხდათ სულელული განცხადებების კეთება.
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:03 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ზურაბ ჯაფარიძე: ივანიშვილის ფინანსურ რესურსებს საქართველოს ეკონომიკის განადგურებაშეუძლია Georgian News  Georgian News 
ივანიშვილის ფინანსურმა რესურსებმა შეიძლება არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, არამედ ქვეყნის ეკონომიკაც გაანადგუროს, მიაჩნია სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარეს ზურაბ ჯაფარიძეს, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან განაცხადა კომენტარის გაკეთებისას საამომრჩევლო კანონმდებლობაში ცვლილებეთან დაკავშირებით, რომლებიც გუშინ, 13 დეკემბერს, პირველ სხდომაზე პარლამენტის ფინანსურ კომიტეტში განიხილეს.
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:01 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ბაღაშვილი: ქვეყანაში წონასწორობისთვის ყოველთვის უნდა იყოს ერთი ძლიერი ოპოზიციური ძალა Georgian News  Georgian News 
კომპოზიტორ ჯემალ ბაღაშვილის თქმით, ქვეყანაში წონასწორობისთვის ყოველთვის უნდა არსებობდეს ერთი ძლიერი ოპოზიციური ძალა და იგი ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოძრაობის სახით გაჩნდა.
Posted by Drakula | 12 Dec 2011, 18:44 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ნინო კალანდაძე: სავაჭრო დერეფნებში როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური მონიტორინგი განხორციელდება Georgian News  Georgian News 
ფსოუს, როკისა და ლარსის სავაჭრო დერეფნებში როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური მონიტორინგი განხორციელდება. ამის შესახებ დღეს, 12 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
Posted by Drakula | 12 Dec 2011, 18:43 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ბიძინა ივანიშვილი: საქართველოში ე. წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი დამკვიდრდა Georgian News  Georgian News 
საქართველოში ე. წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი დამკვიდრდა, დარწმუნებულია ბიძინა ივანიშვილი, იტყობინება “GHN“. „ქვეყანაში ე. წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი დამკვიდრდა, რაც ბიზნესის სრულ ლოიალურობას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლებაში მის სრულ ინტეგრაციას გულისხმობს“, - თქვა ივანიშვილმა მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე.
Posted by Drakula | 12 Dec 2011, 18:43 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 27 April 2024
  • English Georgian